კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot. com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013
არარა გარიგებები ბათილი გარიგებების ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ფორმაა. ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების მიმართ და არც მესამე პირთათვის. ასეთი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება.
მართალია უზილოდ ბათილი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მისი გასწორება მხარეებს არ შეუძლიათ, მაგრამ კანონი მაინც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გარიგების მხარეებმა სამართლით შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში მიაღწიონ დასახულ მიზნებს. სამოქალაქო კოდექსი გარიგების მონაწილეთა ამ შესაძლებლობას დადასტურებას უწოდებს. ოღონდ ეს დადასტურება არარა გარიგებას კი არ ადასტურებს, ე.ი. მას კი არ აქცევს ნამდვილად, არამედ ნიშნავს ახალი გარიგების დადებას.
არარა გარიგების დადასტურება მხარეების მიერ მართალია არ იწვევს გარიგების გადაქცევას ნამდვილად, ე.ი. მისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას ამ გარიგების პირველად დადების მომენტიდან, მაგრამ მხარეებს შეუძლიათ გარიგებით მოსალოდნელი სარგებელი ერთმანეთს პირველი გარიგების დადების დროიდან მიანიჭონ.
_________________________________
გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი
.