ფაქტორული ანალიზი

ფაქტორული ანალიზი

მრავალგანზომილებიანი მათემატიკური სტატისტიკის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სოციალურ ობიექტთა ნიშნებსა და მახასიათებლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების გასაზომად და კლასიფიკაციისთვის. მისი საშუალებით გამოვლინდება სტრუქტურული კავშირურთიერთობები ცვლადებს შორის: ჯერ დგინდება ყველა ცვლადის წყვილ–წყვილი კორელაციური კავშირი, ხოლო შემდეგ მოიძებნება ე.წ. კორელაციური პლეადები ანუ კავშირების „ნასკვები“, ერთობლიობები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყოფენ ისეთ ცვლადებს, რომლებიც ყველაზე უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. გამოვლენილი „ნასკვები“ ანუ გამსხვილებულ ნიშანთა ერთობლიობა არის სწორედ ფაქტორები. მათი რიცხვი ყოველთვის ნაკლებია საწყის ცვლადებზე. ამოსავალი ცვლადის წონის სიდიდე მერყეობს –1–სა და +1–ს შორის. იგი უჩვენებს, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება მოცემული ნიშანი ფაქტორს და როგორია ამ კავშირის ხასიათი. ყველაზე რთული ეტაპია აღმოჩენილი კავშირების შინაარსობრივი ინტერპრეტაცია. ამიტომ ცვლადების საწყის ერთობლიობას ამატებენ ნიშნებს, რომლებიც მასში ადრე არ შედიოდა და ამ გამსხვილებული ერთობლიობით იმეორებენ ფ.ა.–ს. ფ.ა.–ს აქვს ასევე შემოწმების, ნიშანთა კლასიფიკაციის და ჰიპოთეზების შემუშავების ფუნქციაც.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……