ფილტვების სუნთქვითი ვარჯიშები ბუშტებით – სტატია კორონავირუსის პანდემიის ფონზე
ფილტვების სუნთქვითი ვარჯიშები ბუშტებით მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი დაავადების დროს, მათ შორის- კორონავირუსის დროს..
რაც უფრო ძლიერია თქვენი სასუნთქი ორგანოები, მით უფრო ნაკლებია შანსი გამოსცადოთ მრავალი დაავადების თანმხლები სირთულეები. იმისათვის, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა თავიდან აიცილოს დაავადება, საკმარისია ფილტვები გამოაწრთოს და გააძლიეროს ყოველდღიურად ბუშტების დახმარებით სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთებით. ეს თანაბრად ეხება ძალიან ბევრ დაავადებას – ჯანმრთელი ფილტვები
ყოველთვის მნიშვნელოვანი.
გაუბერავი საჰაერო ბუშტი – არის ის, რაც გჭირდებათ
გაუბერავი საჰაერო ბუშტი – არის ის, რაც გჭირდებათ თქვენი ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და შესაძლო გარე საშიშროებების მიმართ ორგანიზმის მოსამზადებლად. მარტივი, სწრაფი და ფინანსურად ყველასთვის ხელმისაწვდომია.
როგორ ვისუნთქოთ სწორად?
კორონავირუსული პნევმონიის დროს პირველ რიგში ზიანდება სასუნთქი პროცესის ძირითადი ელემენტები – ალვეოლები. ეს არის კაპილარული ქსელით დაფარული ფილტვების პატარა ბუშტუკების მტევნები. სწორედ მათ მიეწოდებათ ორგანიზმში მოხვედრილი ჟანგბადი, შემდეგ კაპილარებით გადადის სისხლის მიმოქცევაში და ჰემოგლობინთან შეერთების შემდეგ გადანაწილდება ორგანიზმში და აღწევს ყველა უჯრედსა და ქსოვილში.
ამიტომ ფილტვისმიერი ვენტილაციის ეფექტურობა დამოკიდებულია სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეზე.
უმჯობესია ისუნთქოთ ღრმად და ნაკლებად ხშირად, ვიდრე დაჩქარებულად შთანთქათ ჟანგბადი.
საქმე იმაშია, რომ ჰაერის გამტარი გზების საკმაოდ დიდ ნაწილი გადის ანატომიურად მკვდარ სივრცეებზე, რომლებშიც ჰაერის მოხვედრის დროს არ ხდება აირების ცვლა;
ესენია – პირისა და ცხვირის ღრუ, ხორხი, ხახა, ტრაქეა, ბრონქები, ბრონქიოლები.
ხშირი და ზედაპირული სუნთქვის დროს ჟანგბადის ერთჯერადი მოცულობის ნახევარი რჩება მკვდარ სივრცეში და ალვეოლები ბოლომდე არ ივსება.
როდესაც ადამიანი სუნთქავს იშვიათად ჩასუნთქვის მზარდი სიღრმის ხარჯზე, მას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს თავისი ფილტვებისთვის: ჰაერის „არაეფექტური“ მოცულობა რჩება იგივე, თუმცა ფილტვები ივსება ბოლომდე და მუშაობს მთელი ძალით. შესაბამისად, უკეთესად მარაგდება ჟანგბადით მთელი ორგანიზმი.
როდესაც დარბიხართ, დახტიხართ, დაკავებული ხართ სპორტით – სუნთქვის სიხშირე იმატებს და ამასთანავე აუცილებელია განაგრძოთ ღრმად სუნთქვა, რათა ალვეოლების ვენტილაცია გაუმჯობესდეს. თუმცა, ადამიანს ყოველდღე არ შეუძლია ისუნთქოს სწორად მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი – არ ვსაუბრობთ ფიზიკურ დატვირთვაზე. ახლა კი სწორედ ის მომენტია, როდესაც აუცილებელია ვისწავლოთ მთელი გულმკერდით სუნთქვა.
ფილტვების ვარჯიში საჰაერო ბუშტებით
ძალიან ბევრია ფილტვების ვარჯიშების მეთოდები. თუმცა, არაფერი შეედრება მარტივ სუნთქვით ვარჯიშს საჰაერო ბუშტებით. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე მონოტონურად დაამუშავოს „მუცლით“ სუნთქვის შესახებ არსებული მთელი მექანიზმები (მედიტაციისა და ფილოსოფიის ზღვარზე). ბურთები ბავშვობიდანვე ასოცირდება მზიან განწყობასთან, სუნთქვის განვითარება მათთან ერთად არ ჰგავს რუტინას. ბუშტების გაბერვა გვახალისებს და განწყობას გვიუმჯობესებს. ერთი სიტყვით, ბუშტები შესანიშნავად ბუშტები დადებითად მოწმედებნ ფსიქიკაზე, ამიტომ „ბუშტებით თერაპია სერიოზულად მიეკუთვნება ფსიქოლოგიას.
ბევრი პულმონოლოგი ძალიან აფასებს მას. ბუშტის გაბერვის დროს ხომ გარდაუვალია ცხვირით ღრმა ჩასუნთქვა და პირით ამოსუნთქვა. სხვანაირად არაფერი გამოგივათ. სუნთქვის ასეთი რიტმის დროს იზრდება შიდა ბრონქიალური წნევა, აირთა ცვლაში ერთვება ფილტვების ის მონაკვეთები, რომლებიც ადრე არ მონაწილეობდნენ სუნთქვაში. „ფილტვის ტომრების“ მოცულობა ხდება მეტი, ნახშირორჟანგის გამოყოფა ძლიერდება და ორგანიზმი უკეთესად ითვისებს ჟანგბადს.
ბუშტები „გვაიძულებენ“ ვისუნთქოთ სწორად. თუ მათ რეგულარულად გაბერავთ, მიიღებთ:
- ფილტვების შესაშური ჯანმრთელობა;
- შესანიშნავი თვითშეგრძნება მთლიანი ორგანიზმის ჟანგბადით კარგი მომარაგების წყალობით;
- კარგი განწყობა, რომელიც გადაედება თქვენს ახლობლებსაც;
- ბუშტებთან თამაშის დიდი ასორტიმენტი;
- საბავშვო ან სასტუმრო ოთახის ინტერიერის უბრალო მოსართავები.
რას ფიქრობს მედიცინა ბუშტებით სუნთქვით ვარჯიშებზე?
ბუშტებით სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის, რომლებიც შედიან კორონავირუსული ინფექციით დაავადების რისკ-ჯგუფებში. ეს მოწყვლადობა ძირითადად აიხსნება ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესით, როდესაც ფილტვები არ მუშაობენ მთელი ძალით, დაკარგული აქვთ ადრინდელი ელასტიურობა და საკმარისი მოცულობები.
ათწლეულების განმავლობაში ექიმების რეკომენდაციაა ბუშტები გაბერონ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს პნევმონია. დღეს კი, როდესაც კოვიდ-19-ის საშიშროება ყოვლისმომცველია, ჩვენ მასიურად მივმართავთ ფილტვების გაძლიერების მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებებს.