ფოტოშპალერი

მშენებლობა  >> ფოტოშპალერი

შპალერი.შპალერი.ფოტოშპალერები პოპულარობით სარგებლობს ესთეტიკური თვისებების გამო. იგი წარმოადგენს ქაღალდს, ზედ დატანილი ფერადი სურათით, რომლის ხარისხიც  გაცილებით მაღალია, ვიდრე გადიდებული ფოტოსურათისა.

შპალერი..ფოტოშპალერი ფარავს მთელს კედელს, იატაკიდან ჭერამდე, იგი შეიძლება ჩაითვალოს თავისებურ სურათად, რომელიც იწვევს  დამატებითი სივრცის  შეგრძნებას.

მაღალი ხარისხის ფოტოშპალერები გამოირჩევა სურათის მაღალი სიზუსტით, მკვეთრი გრაფიკითა და მდიდარი ფერთა პალიტრით. ეს ეფექტები მიიღწევა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა ხარისხიანად დაიბეჭდოს გამოსახულების თითოეული ელემენტი.

შპალერი..ფოტოშპალერით აფორმებენ საძინებლებს, სასტუმრო ოთახებს, საოფისე შენობებსა და სავაჭრო დარბაზებს. სიუჟეტების მრავალფეროვნება, საშუალებას იძლევა ხაზი გაესვას ნებისმიერი შენობის ინტერიერს.

შპალერი..ფოტოშპალერები სხვადასხვა ზომისაა, მისი სიუჟეტი შეიძლება შედგებოდეს შპალერის რამოდენიმე რულონისგან. ფოტოშპალერის საშუალებით შესაძლებელია, ზედმეტი შრომის გარეშე, მხედველობითად გაადიდოთ, ან დააპატარაოთ შენობა.

შპალერი..ფოტოშპალერის გაკვრა ხდება გასუფთავებულ, გლუვ კედელზე, აუცილებელია კედლის გაზომვა, რათა შპალერის სიუჟეტი ზუსტად დაემთხვეს მის ზომას.

 _____________________________________________________

თხევადი შპალერი

 ….