ქალთა ზეპირი ისტორიები

ქალთა ზეპირი ისტორიები

ფემინისტური ისტორიოგრაფიის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ქალის პირადი, სუბიექტური გამოცდილების დისკურსით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-კულტურული და სულიერი ტრანსფორმაციის აღწერას. ქალთა ზეპირი ისტორიები მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პარტიარქალური ატრიბუტიკის (დომინირება, უთანასწორობა) არსებობს, ქალის საზოგადოებრივი თვითრეალიზაციის ხელშეწყობა-უგულებელყოფის დინამიკის კვლევას. ამგვარი ისტორიების დოკუმენტირება საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ და დავაკვირდეთ პოლიტიკური რეალიების გავლენას ინდივიდების თუ სოციალური წრის მენტალიტეტსა და ქცევის მოდელებზე, ინდივიდუალიზაციის, სოციალიზაციის პერიოდზე, სოციალურად ინდიფერენტული და აქტიური პერიოდების ურთიერთმიმართებაზე. კვლევისას გამოიყენება საოჯახო თუ კერძო საარქივო მასალები და ე.წ. მეორე პირთა მოგონებები თუ შენიშვნები ძირითადი მთხრობელის ზეპირი ისტორიის კორეგირება-შევსების მიზნით.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……