ქალთა უფლებები
ე.წ. კოლექტიური უფლებები, რომელიც „ადამიანის უფლებათა მესამე თაობას“ განეკუთვნება. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს. ქალთა უფლებების პოლისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია“.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
E. Rights of Women
ადამიანის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა უფლებებთან და თავისუფლებებთან. საერთაშორისო სამართალში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. ქალთა უფლებების დასკვნასთან დკავაშირებით ფუნდამენტური პრინციპია ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით. სხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966), საერთაშორისო პაქტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966), აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ (1958), იუნესკოს კონვენციაში განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1960), კონვენციაში მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (1951). ქალთა სტატუსს აწესრიგებს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიც, როგორებიცაა: კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (1952) და კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ (1957). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 19.XI.1979 კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ: იგი ითვალისწინებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის სახელმწიფოს მიერ ამ უფლებათა შესრულების ზედამხედველობის მექანიზმს, რაც სახელმწიფო მოხსენებათა განხილვით გამოიხატება. გაეროს ფარგლებში მოქმედებს კომისია ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანოა.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……