ქაღალდის შპალერი

მშენებლობა  >>ქაღალდის შპალერი

შპალერიქაღალდის შპალერითხევადი  შპალერის გამოგონებამდე, შპალერის ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო. ქაღალდის შპალერი ეკოლოგიურად სუფთაა. ქაღალდის შპალიერგაკრული კედლები სუნთქავს.

ქაღალდის შპალერი შპალერთა თითქმის ყველა საფასო ნიშას იკავებს და დღემდე ყველაზე ხელმისაწვდომ შპალიერად რჩება.

ქაღალდის  შპალერი გამოყენება  შესაძლებელია მხოლოდ იმ ნაგებობაში, რომელშიც ადგილი არა აქვს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას და მაღალ ტენიანობას.

ქაღალდის შპალერი ორი ძირითადი სახისაა:

შპალერი..ერთშრიანი (ეგრეთ წოდებული სიმპლექსი) – ერთშრიან ქაღალდის შპალერი თხელია. აქვს   ნახატებიანი გლუვი ზედაპირი.
მისი ძირითადი პლიუსია სიიაფე; ნაკლია:
–   დაბალი სიმტკიცე
–    მალე ხუნდება
–    არ ირეცხება წყლით
–    კედლის დეფექტები ჩანს
ერთშრიანი ქაღალდის შპალერის გაკვრის წინ, საჭიროა კედელის წინასწარი, საგულდაგულო მომზადება.

შპალერი..ორშრიანი ქაღალდის შპალერი (ეგრეთ წოდებული დუპლექსი) –  შედგება ქაღალდის ორი შრისგან, რომელიც შეწებებულია ერთმანეთზე. პირველი შრე ძირითადია, ხოლო მეორე, საფარს წარმოადგენს. მეორე შრეს, როგორც წესი, ამუშავებენ სპეციალური ხსნარით, რომელიც ხელს უშლის ნესტის შეღწევას და გახუნებას.

ორშრიანი ქაღალდის შპალერი არსებობს გლუვი და რელიეფური ზედაპირით. ორშრიანი ქაღალდის შპალერი ძირითადი ღირსება, სიპლექსთან შედარებით, მაღალი სიმტკიცე და ნესტის მეტი ამტანობაა. გარდა ამისა ის ფლობს ხმის დახშობის თვისებას.

წყლით არც ორშრიანი ქაღალდის შპალერი შპალერის გარეცხვა შეიძლება.

 ____________________________________________

თხევადი შპალერი

 ….