შავი სიები-სამუდამოდ სამსახურის გარეშე

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

12  მაისს  სასტურმრო  ამბასადორში  გაიმართა  წამყვანი  კომპანიების  მესვეურთა  შეხვედრა,  რომლებმაც  სხვა  მნიშვნელოვან  საკითხებთან  ერთად  განიხილეს  ე.წ  შავი  სიის  მიღების  შესაძლებლობა,  რომელიც  ითვალისწინებს  გაგდებული  თანამშრომლის  “დაბლოკვას”.  უფრო  ზუსტად,  გაგდებული  თანამშრომელი  სხვა,  იმავე  პროფილის  კომპანიაში  აღარ  მიიღება.

შავი  სიის  მიღება  და  დაკანონება  დღის  წესრიგშია  და  მუშავდება.  ჯერჯერობით  დასადგენია  ვის  შეეხება  აღნიშნული  ცვლილება,  რის  მიხედვით  მოხდება  თანამშრომლების  აღრიცხვა  ,  თუმცა  უკვე  იკვეთება,  რომ  ის,  ვინც  მოიპარავს  რამე  პროდუქტს,  ან  ინვენტარს,  აუცილებლად  შევა  შავ  სიაში.  კომპანიებში  მათი  სამართალდამცავებისთვის  გადაცემის  შემთხვვებიც  ყოფილა  და  როგორც  აღინიშნა,  ამგვარი  ფაქტები  საკმაოდ  ხშირია,  რამაც  გამოიწვია  ამგვარი  ,  შეიძლება  ითქვას,  გადამჭრელი    ღონისძიების  გატარება.

კომპანიების  წარმომადგენლები  მიიჩნევენ  რომ  უნდა  არსებობდეს  ერთიანი  ბაზა,  სადაც  იქნება  ყველა  თანამშრომლის  მონაცემები  ,  საიდანაც  ისინი  შეძლებენ  მიიღონ  საუკეთესოები,  რაც  უზრუნველყოფს  მომხმარებელს,  თავად  კომპანიებს  და  თავიდან  იქნება  არიდებული  ზედმეტი  რისკი  ,  იმისა,  თუ  რამდენად  კეთილსინდისიერი,  ან  კარგი  კადრი  იქნა  შერჩეული.    როგორც  უკვე  აღვნიშნე,  კომპანიებისთვის  მთავარი  არის  ცუდი  ყოფაქცევისთვის  გაშვებული  თანამშრომელი  არ  მოხვდეს  მათთან,  რათა  განმეორებით  არ  იქნეს  ჩადენილი  იგივე,  ან  მსგავსი  ქმედება.

კომპანიებისთვის  ეს  ყველაფერი,  რასაკვირველია  მომგებიანია  ,  მაგრამ  საკითხავია,  რამდენად  ლეგალური  და  კანონიერია  მათი  გადაწყვეტილება,  თანამშრომლის  პირადი  ინფორმაცია  გახდეს  საჯარო  და  იქცეს  განხილვის  საგნად.  წარმომადგენლები  ამბობენ,  რომ  ისინი  უკანონობისგან  დაზღვეულები  იქნებიან  სამართლებრივად,  იურისტებთან  შეთანხმებით,  თუმცა  ამ  გადაწყვეტილებას  ადვოკატები  ცალსახად,  უკანონობად  რაცხავენ.

ბუნებრივია,  ნებისმიერ  ადამიანს  მათი  გადაწყვეტილება  უკანონოდ  მოეჩვეენება,  რადგან    შავ  სიაში  შესვლის  შედეგად  ადამიანი  ფაქტიურად  პატიმარს  ემსგავსება,  როგორც  სასჯელმოხდილ  ადამიანს  უჭირს  სამსახურის  შოვნა,  ასეთივე  დამოკიდებულება  იქნება  გაშვებული  თანამშრომლების  მიმართ.  ეჭვქვეშ  დგება  როგორც  მათი  კეთილსინდისიერება,  ასევე  პროფესიონალიზმი.  რატომ  უნდა  გაწირო  უმუშევრობისთვის  კარგი  კადრი,  როცა  გვაქვს  სასამართლო  და  დამნაშავის  ქმედებებსაც  კანონი  არეგულირებს?

მსგავსი  კანონები  მხოლოდ  განუვითარებელ,  ან  დაბალგანვითარებად  ქვეყნებშიღაა  შემორჩენილი,  არც  ერთი  განვითარებული  ქვეყანა  არ  ცნობს  წესს,  რომელიც  ითვლისწინებს  ზემოთქმულს.  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში  ჯერ  კიდევ  50  იან  წლებში  აღმოიფხვრა  თანამშრომლების  დისკრიმინაცია.

რატომ  უნდა  ჰქონდეს  უფლება  დამსაქმებელს  ერთი  დანაშაულებრივი  ქმედების  გამო  წაართვას  თანამშრომელს  ახალი  სამსახურის  პოვნის  შესაძლებლობა?  თუკი  სახელმწიფო  ზრუნავს  დამნაშავეებზე  და  რამდენიმე  ახლადშემოღებული  კანონით  მათ  აძლევს  “მეორე  შანსს”,  უმსუბუქებს  სასჯელს,  ამავდროულად  უნდა  დაუშვას  ისიც,  რომ  უმუშევართა  რიგებს  შემატოს  უამრავი  ადამიანი  და  აქციოს  ისინი  პოტენციურ  უსამსახურო  “დამნაშავეებად?    ეს  დაუშვებელია  და  რასაკვირველია,  არც  ერთი  კანონი  არ  ითვალისწინებს  შავი  სიების  შექმნას.

საუკეთესო  გამოსავალი  კომპანიებისთვის  ტრეინინგები  და  გადამზადების  კურსებია,  სტაბილური  და  ნორმალური  ხელფასები,  რათა  თანამშრომლებს  ჰქონდეთ  სტიმული  და  საკმარისი  შემოსავალი,  იმისთვის  რომ  იცხოვრონ  და  იმუშაონ.  მინიმალური  დანხარჯებით  ,  რა  თქმა  უნდა,  ვერ  მიიღებ  მაქსიმალურ  შედეგს,  თუმცა  როგორც  ჩანს,  ჩვენს  ქვეყანაში  თვითშეგნება  ძალიან  დაბალ  დონეზეა  და  სავარაუდოდ  შრომის  კოდექსში  ახალ  მუხლს  უნდა  ველოდოთ,  სასურველია  კომენტარებით,  თუ  რით  დავკავდეთ  მაშინ,  როცა  სამუშაოდან  გამოგვყრიან.