ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
შემთხვევა:
დედის გარდაცვალების შემდეგ ქეთევანმა მიიღო მემკვიდრეობით სახლი. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ქეთევანმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ქმარმა ცოლისგან მიიღო ხელწერილი, რომლითაც ცოლი ვალდებულებას ღებულებდა სახლი გაეყიდა მხოლოდ ქმრის თანხმობით.ქმარი მივლინებაში წავიდა და ამ დროს ქეთევანმა სახლი მიჰყიდა შალვა წიკლაურს. ქმარმა ამბის გაგების შემდეგ მოითხოვა შალვასგან 30%-ის დამატება ან სახლის უკან დაბრუნება. შალვამ უარი განაცხადა და შედეგად ქმარმა წარადგინა სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. ცოლს ბრალი დასდო ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის.
სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ მაშინ რაც აღიარებული იქნება ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული გარიგება. თუმცა იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს, მისი მომწესრიგებელი ნორმებიც იმპერატიულია. მათი შეცვლა ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ. ამიტომაც მიუთითებს კანონი პირდაპირ, რომ:
მუხლი 13. ქმედუნარიანობისშეზღუდვისდაუშვებლობაგარიგებით:
ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.
შესაბამისად ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქმრის სარჩელის დაუკმაყოფილებლობას.
ზოგადად ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომელიც წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევის თანავე. ქმედუნარიანად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც იქორწინებს სრულწლოვანებების მიღწევამდე. ქმედუუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელსაც სასამართლო ასეთად აღიარებს ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო, ასევე არასრულწლოვანი შვიდი წლის ასაკამდე.