შესაღები (სტრუქტურული) შპალერი

მშენებლობა  >> შესაღები შპალერი

შპალერიშპალერი..შესაღები შპალერი წააგავს დუპლექსის შპალერს, თუმცა მასთან შედარებით გაცილებით სქელი და მტკიცეა. ზედა შრე, როგორც წესი, წარმოადგენს თეთრი ფერის ზედაპირს, რომელიც უნდა შეიღებოს ნებისმიერი, სასურველი ფერით.

შპალერი..არსებობს უხეშ ბოჭკოვანი შესაღები შპალერი, რომელიც შედგება მტკიცე ქაღალდის რამდენიმე შრისგან. შრეებს შორის მოთავსებულია დაპრესილი მერქნის ბურბუშელა.

გვხვდება  შესაღები შპალერი პატარა სტრუქტურული ზედაპირით.

შპალერი..კიდევ ერთი სახობა შესაღები შპალერისა არის ვინილის შპალერი ქაღალდის, ან ფლიზელინის ფუძეზე. ის ძალიან მყარია და გააჩნია შენიღბვის შესანიშნავი თვისება. ძირითადად ასეთი შპალერი თეთრია, თუმცა გვხვდება პასტელურ ტონებშიც.

შპალერი..შესაღები, სტრუქტურული შპალერების უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელია კედლების მრავალჯერადი შეღებვა ისე, რომ არ ზიანდება სტრუქტურის ფაქტურა. ასეთი შპალერები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის, ამას გარდა მას იყენებენ ჭერზე ასაკრავად.

ფლიზელინის შპალერი ძალიან პრაქტიკული და გამძლეა. განსაკუთრებულ სიმტკიცეს იგი იძენს კედელზე გაკვრისა და შეღებვის შემდეგ. ამ ტიპის შპალერს შეუძლია თავისუფლად აიტანოს 5-ჯერ შეღებვა. იგი დამზადებულია პოლივინილისგან, რომელსაც სპეციალური მეთოდით აწებებენ ცელულოზასა და სინთეტიკური ბოჭკოების ტილოზე.

ასეთი შპალერის ძირითადი უპირატესობაა ის, რომ მასზე არ არის საჭირო წებოს წასმა, საკმარისია წებოს მხოლოდ კედელზე წასმა და შპალერის ისე მიწებება. ხოლო თუ შპალერის გამოცვლაა საჭირო, ის იხსნება კედლიდან ძალიან ადვილად, მშრალ მდგომარეობაში ისე, რომ ტოვებს ფლიზელინის საფუძველს, რომელიც გამოდგება შემდგომი გამოყენებისთვისაც. შპალერი გამოიყენება როგორც კედლებისთვის, ასევე ჭერზე გასაკრავად.

__________________________________________

თხევადი შპალერი

 ….