E. labour laws/ legislation
სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან ან ორგანიზაციასთან, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შრომის სამართალი ადგენს შრომის ხელშეკრულების დადებისა და მოშლის, შრომის დისციპლინის, შრომის დაცვისა და ანაზღაურების წესსა და პრინციპებს ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის თავისებურებათა გათვალისწინებით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
.
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
……