ჩრდილოვანი კაბინეტი

ჩრდილოვანი კაბინეტი

ალტერნატიული მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია არსებული მთავრობის საპირისპიროდ ოპოზოციური პოლიტიკური ძალების ლიდერების მიერ. რეალური მთავრობის ყოველ წევრს ჰყავს თავისი ჩრდილოვანი ოპონენტი ოპოზიციურ მთავრობაში. იდეის მიხედვით, ოპოზიციის ხელისუფლების სათავესში მოსვლის შემთხვევაში ჩ. კ. ლეგიტიმურ მთავრობად იქცევა, თუმცა ამგვარი პრაქტიკა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მრავალფეროვან თავისებურებათა ზეგავლენით, ხშირად გარკვეულ კორექტირებას განიცდის. მემარცხენე პარტიები კაბინეტის წევრებს ირჩევენ, მემარჯვენეებთან კი გავრცელებულია პოტენციური მინისტრების პარტიული ხელმძღვანელობის მიერ დანიშვნა. ჩ. კ–ის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ორპარტიული სისტემებისათვის არის დამახასიათებელი, როდესაც ერთი პარტია ადრე თუ გვიან შეცვლის მეორეს ხელისუფლების სათავეში. იმ პოლიტიკურ სისტემებში, სადაც მრავალპარტიულობა ჭარბობს და, შესაბამისად, მთავრობებიც კოალიციურად შედგება, ჩ. კ–ის შექმნა მიზანშეუწონელია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……