ცეხვილი ნაპოლეონი – საჭირო ინგრედიენტები:
ცომი:
- 210 გრ. ცეხვილი ხორბლის ფქვილი;
- 90 გრ. თეთრი ხორბლის ფქვილი ( გაცრილი);
- 200 გრ . ცივი კარაქი 82.5%;
- 135 გრ. კარგი ხარისხის მუქი ფერის ლუდი;
- 6 გრ. მარილი.
კრემი:
- 500 მლ რძე
- 5ც კვერცხი
- 50გრ შაქრის ფხვნილი
- 50 გრ ფქვილი
კრემის მომზადების წესი:
- რძეს ვამატებთ შაქარს და ვდგავთ დაბალ ცეცხლზე, სანამ შაქარი სრულად არ გადნება, პარალელურად შევურიოთ ფქვილს კვერცხის გულები რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- სწრაფად დავასხათ ცხელი რძე კვერცხის გულის მასას, ავურიოთ და დავდგათ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ სილიკონის მოსარევი კოვზით სანამ არ მივიღებთ ნახევრად სქელ კონსისტენციას. არ არის აუცილებელი დაელოდოთ კრემის წამოდუღებას ისევე როგორც ზომაზე მეტად გასქელებას: როგორც კი დაინახავთ, რომ სილიკონის კოვზის კვალი სწრაფად აღარ ქრება და კრემიც აღარ არის ისეთივე თხელი ესეიგი კრემი მზად არის.
- კრემი გავატაროთ საცერში და დავაფაროთ საკონდიტრო ცელოფანი ის რომ ცელოფანი კრემს ეხებოდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში კრემი ქერქს გაიკეთებს) და შევდგათ მაცივარში.
- შესაძლებელია ასევე ამ რაოდენობის კრემს დაუმატოთ 150 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი. ქარაქს გავთქვიფავთ 50 გრ შაქრის ფხვნილთან ერთად სანამ არ გათეთრდება. შემდგეგ ამ მასას კოვზით ვამატებთ გაგრილებულ მოხარშულ კრემში. ფენებს ვუსმევთ ოთახის ტემპერატურის კრემს.
თუკი იყენებთ ელექტრო საცერს, ცეხვილი ფქვილის გაცრის შემდეგ, დაელოდეთ სანამ ფქვილი არ შეგრილდება, ან შედგით მაცივარში. ცეხვილი ნაპოლეონის ცომის მოსამზადებლად აუცილებელია რომ ყველა ინგრედიენტი იყოს ცივი.
კარაქი ცომში რომ არ გადნეს შეეცადეთ ცომი მოამზადოთ გრილ ადგილას.
ბლენდერში ჩაყარეთ ფქვილი და დაამატეთ დაახლოებით 1 სმ კუბებად დაჭრილი გაყინული კარაქი და მოურიეთ.
- როგორც კი კარაქი უმცირეს ნაწილაკებად დაიშლება დაუმატეთ ცივი ლუდი. ლუდი საჭიროა ცომის მეტად დელიკატური სტრუქტურისთვის, რომლის გემო საერთოდ არ იგრძნობა მაგრამ აისახება გამომცხვარი ფირფიტის ფხვიერებაზე და სინაზეზე. თუკი არ გსურთ ლუდის გამოყენება შეგიძლიათ დაუმატოთ გაყინული წყალი. შემდეგ სწრაფად გადავურიოთ რომ ცომის ელასტიურობა შენარჩუნდეს.
- ცომის ნაჭერი გადაახვიეთ საკონდიტრო ცელოფანში და შედგით მაცივარში, მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, სასურველია ცომის გაჩერება ერთი დღით.
- გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და ფქვილმოყრილ მაგიდაზე ხელით სწრაფად გააბრტყელეთ. ჩამოაჭერით კუთხეები ისე რომ მიიღოთ ოთხკუთხა ფორმა. ცომი გააბრტყელეთ ხის საბრტყელებელით დაახლოებით 3 მმ -ზე.
- ცომის გაბრტყელების დროს აკონტროლეთ რომ ცომი არ მიეკროს მაგიდას , თუკი ცომი მიეკრო, ფრთხილად მოაცილეთ სპეციალური ცომის საფხეკით, გადმოაბრუნეთ ცომი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი . გაბრტყელების დროს საბრტყელებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა ამოძრავოთ . ცომს ხანგრძლივი გაბრტყელება სჭირდება .
- გაბრტყელებულ ცომს ჩამოაჭერით ზედემტი ნაწილები რომ მიიღოთ სწორი ფორმა, დარჩენილი ნაწილები სწრაფად შეურიეთ ცომს მაგრამ არ გადაზილოთ. შეინახეთ მაცივარში რომ შემდეგ იგივენაირად გააბრტყელოთ.
- გადაკეცეთ ცომის გვერდები ორივე მხრიდან წიგნივით ისევე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები რომ მიიღოთ ლამაზი ოთხკუთხედი ფორმა. გადახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30-60 წუთით.
- ამის შემდეგ იგივენაირად კიდევ ორი ფენა უნდა გააბრტყელოთ, დაკეცოთ და შედოთ მაცივარში 30-60წუთით , ამ პროპორციებით სულ სამი ნაჭერი გამოდის.
- ცომის გაგრილების შემდეგ გამოიღეთ ცომი და დაჭერით ნაჭრებად, საჭიროების შემთხვევაში შემოუკეცეთ კუთხეები (თუკი გსურთ მრგვალი ფორმა და არა ოთხკუთხედი) გააბრტყელეთ 2 სმ-ზე დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმლეში 220-230 გრადუსზე 10-12 წუთით.
- მზა ფირფიტებს ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.
- თითოეულ ფირფითას გადაუსვით კრემი, მორჩენილი ფირფიტების ნაჭრები დაფხვენით და მოაყარეთ ნამცხვარს, ცეხვილი ნაპოლეონი მზადაა!
- ნამცხვარი ერთი ღამით შეინახეთ მაცივარში შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.