ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
საქართველოს შრომის კოდექსის ავკარგიანობაზე ბევრი იწერებოდა. აღსანიშნავია, რომ შემფასებელთა უმრავლესობა შრომის კოდექსის იმ ვერსიას, რომელიც ახლაც ძალაშია, უარყოფითად უყურებდა და თვლიდა, რომ ამ კოდექსით არ იყო კარგად მოწესრიგებული დამსაქმებლისა თუ დასაქმებულის უფლება-მოვალეობები.
2012 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელდა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მე-6, მე-9, 37-ე, 38-ე, მე-40, 41-ე და 49-ე მუხლებშია შესული.
თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს?
პოსტი მომზადებულია საქართველოს პარლამენტის საიტზე მოპოვებული საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის,
საქართველოს პროფკავშირების საიტზე მოპოვებული შენიშვნებით და ჟურნალ ლიბერალის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.