ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა

ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა

E. Main Principles of International Law

საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ყველაზე უფრო ზოგადი, უმნიშვნელოვანესი და საყოველთაოდ აღიარებული ქცევის წესები, რომლებიც მთელი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ქვაკუთხედად ითვლებიან, გამოხატავენ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ნებასა და ინტერესებს, ეფუძნებიან კაცობრიობის განვითარების პროცესის შედეგად დღეისათვის დამკვიდრებულ ზოგადსაკაცობრიო მორალურ ფასეულობებსა და პრინციპებს და სავალდებულოა ყველა არსებული, მათ შორის, ახალააღმოცენებული სახელმწიფოებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის პრინციპებისაგან განსხვავებით (ამ უკანასკნელთა შორის ზოგიერთს არ გააჩნია სამართლებრივი ქცევის წესის ძალა და ისინი მხოლოდ ზოგად მოთხოვნას ან რეკომენდაციას აფიქსირებენ, მაგ., შეჯიბრებითობის პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში), საერთაშორისო სამართლის ყოველი ძირითადი პრინციპი იურიდიული ნორმაა, რომლის სავალდებულოობა ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ზოგად საერთაშორისო ხელშეკრულებას ან საერთაშორისო ჩვეულებას, ან ორივეს ერთად. ეს პრინციპები ჩამოყალიბებულია: გაეროს წესდებაში (1-ლი თავი, მე-2 მუხ.) აგრეთვე გაეროს 1970 წლის დეკლარაციაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, რომლებიც ეხება სახელმწიფოთა მეგობრულ ურთიერთობებსა და თანმაშრომლობას გაეროს წესდების შესაბამისად, და ეუთოს 1975 წლის დასკვნით აქტში, რომლებიც აღიარებულია გაეროს წესდების განმარტებით აქტებად. ეს პრინციპები შემდეგია: სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოებისა, ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, საზღვრების ურღვევობა, საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, სახელმწიფოს მოვალეობა – ითანამშრომლონ ერთმანეთთან გაეროს წესდების შესაბამისად, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……