ხინკალი მოგინდათ ? გამოიძახეთ ჩვენი ხინკალი ადგილზე მოხინკილებით.
ხინკლის დაბადებასა და წარმომავლობაზე იმდენი ჭორ-მართალი დადის, ასეთი პოპულარობა ნებისმიერ ადამიანს შეშურდებოდა. ნეტავ მისი შემქმნელ-მომხვევი თუ წამოიდგენდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი “ძეგლი” დაუტოვა ქართულ კულინარიას.
ხინდას ხინკალი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამბავი ხინკლის დაბადებასთან დაკავშირებით ხევისბერის მეუღლეს, ხინდას უკავშირდება. მას სტუმრების გასამასპინძლებლად ხორცის და ფქვილის გარდა არაფერი ჰქონია და ასე მოუფიქრებია ცომში ხორცის მოხვევა. არის თუ არა ეს ამბავი ნამდვილი, ამაში ეჭვს მხოლოდ ერთი საკითხი ბადებს. მაშ თუ ხინდამ მოახვია და მის პატივსაცემად შეერქვა სახელიც, რატომ დაერქვა ხინკალი და არა ხინდალი.
არსად არ გამიგია სადმე მოხსენიებული იყოს “ხინდალი” . ვერც სახელი “ხინდა” მოვიძიეთ სადმე. ამიტომ იქნებ ჯობია სხვა ვერსიებიც განვიხილოთ და ვნახოთ რომელი უფრო ახლოსაა სიმართლესთან.
კულინარი მწყემსები
არსებობს ასეთი ვერსიაც რომ პირველი ხინკალი სწორედ მწყემსებს შეუქმნიათ. ხორცი კი ხანჯლით დაუკეპიათ. მწყემსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ტრადიციულად სწორედ ცხვრის ხორცისგან მზადდებოდა, იქნებ რეალურიც იყოს ეს ამბავი.
მაგრამ აქ მაინც ეჭვი მიჩნდება და ვფიქრობ,
ხინკალი რომ კაცს გამოეგონებინა სავარაუდოდ მისი სილამაზის შეფასება ნაოჭებით არ განისაზღვრებოდა. აქ ნამდვილად ქალის ხელი ურევია. ხო და გავაგრძელოთ მაშინ კვლევა.
მონღოლებმა რა მოგვიტანეს.
ხინკალი მონღოლებმა შემოიტანესო. მაგას ვერ დავიჯერებ. მონღოლები აქედან თუ წაიღებდნენ რამეს, თორე ეგენი აქ არაფრის შემომტანები არ იყვნენ, ამიტომ უფრო სწორი ვარიანტი ის მგონია რომ აქედან მოიპარეს და წაიღეს. ეს ნამდვილად უფრო დამაჯერებლად ჟღერს ჩემთვის. აღარც განვიხილავ ამ ვარიანტს.
ხინკილი და ხინკალი
ყველაზე საინტერესო და დამაჯერებელი ისტორია ჩემთვის, ხინკილი – ხინკალის დაბადების ამბავი აღმოჩნდა, რომელიც პროფესორმა ლევან შენგელიამ მიამბო.
ხინკილი თურმე აჭარულად “გორიალ-წამოდგომით” სიარულს ნიშნავს. რას “დახინკილობსო” იყვიან თურმე ადამიანზე, რომელიც ამგვარად დადის. ეს სიტყვა გამოდის ინტერნეტშიც –
“ხინკილ-ბარბაცით” გამოთქმას იყენებს მაჭახელელი. არსებობს დიდებულ მამულიშვილთა გვარი “ხინკილაძე”, მაჭახელის ხეობიდან. ეს გვარი მე-13 საუკუნის ხელნაწერებშიცაა მოხსენიებული. იქნებ ხინდამ კი არა ხინკილიძემ მოახვია პირველი სახელიც მისი გვარის პატივსაცემად შეერქვა. რავიცი, რა ვიცი ხინკილიძეს მივაწეროთ ვითომ ეს ამბავი?
ბურთივით მრგვალი?
ხინკლის დაბადების ამბავში ყველაზე საინტერესო ჩემთვის აღმოჩნდა ხინკლის ძველი ფორმა. ბატონმა ლევანმა ფრიად საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა.
არც თუ დიდი ხნის წინ, ხინკალს წვენითა და შიგთავით იმდენად სავსეს აკეთებდნენ, რომ თითქმის ბურთის ფორმა ჰქონია. ტაბლაზე გადატანისას კი ეს ბურთები “დახინკილობნენ” თურმე აქეთ იქით. სავსე ხინკალს , ტაბლაზე რომ ჩამოყრი და გორიალს დაიწყებს, მაგაზე ითქმება ხინკილ-ხინკილ დაგორდაო.
შეიძლება სიტყვა ხინკალიც , ძველი ქართული სიტყვა “ხინკილიდან” ამ ასოციაციით მოდის ?
ტრანსფორმაცია
ადრე მრგვალი ფორმები პრიორიტეტული იყო, ქალებშიც კი. ხო და დროსთან ერთად შეიცვალა სილამაზის სტანდარტები. ახლა რაც უფრო ნაკლები აქვს ქალს წონა მით უფრო მოხდენილად თვლის თავს. არც ჩვენი ხინკალი ჩამოუვარდა დროსა და მოდას, ჩაიფუშა და ჩაიჩუტა, დღევანდელი ქალებივით ტანადი და თხელი გახდა.
ისე კი შეექცეოდა კაცი ბურთივით მრგვალ, წვენით სავსე ხინკალს, იფ, იფ.
ამბობენ მოდა ბრუნავსო. დაველოდოთ..
ხინკლის გვერდები ქართულ სოციალურ ქსელებში , საკმაოდ პოპულარული თემაა
- ხინკლის გამოძახება
- ქალაქური ხინკლები გამოძახებით
- ხინკლები სწრაფად მოტანით
- ხინკლები იაფად მოტანით
- ხინკლები სახლში
- ხინკლები ,,რა დედამ გშობა“ ..
- ხინკლები 7/24
- ხინკლის ფურშეტი
- აპოხტის ხინკლები
- სახინკლეები
- ხინკლის გამოძახება გლდანი, მუხიანი
- ხინკლები ვაკეში
- ხინკლები ბათუმში
- Хинкали по вызову
- Вызов Хинкали
- Khinkali delivery
ხინკლები ქართულ web-სივრცეში
- ხინკლები გამოძახებით
- ხინკლის შეკვეთა
- ხინკლები
- ხინკლის გამოძახება
- ხინკლები გამოძახებით
ხინკლის გამოძახება - ხინკლის შეკვეთა
- ხინკლის შეკვეთა
- ხინკლის გამოძახება
- ხინკლები გამოძახებით
- კახური ხინკლები გამოძახებით
- ქალაქური ხინკლები გამოძახებით
- მთიულური ხინკლები გამოძახებით
- ბატის ხინკლები გამოძახებით
- კარტოფილის ხინკლები გამოძახებით
- მოხევური ხინკლები გამოძახებით
- ყველის ხინკლები გამოძახებით
- ხაჭოს ხინკლები გამოძახებით
- ჭინჭრის ხინკლები გამოძახებით