ხინკლის შეკვეთა და ხინკლის გამოძახება სახლში პოპულარული სერვისი გახდა.
“საყვარელი და ფუმფულა” ხინკალი
ნინო სარალიძე სპეციალურად gen.ge-სათვის
1.ხინკლის როლი ქართულ კულინარიაში
1.1 ისტორია
ხინკალი ტრადიციული ქართული კერძია, რომელსაც კულინარიაში საპატიო ადგილი უჭირავს. თუმცა როგორც მკვლევარები ამბობენ ის რიტუალური პურია, რომელსაც ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ხინკლის წარმოშობაზე ბევრს დაობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ ხინკალი ფშავური კულტურის განუყოფელი ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რეგიონებში, შემდეგ კი ბარში. არსებობს მოსაზრება რომ ეს კერძი მონღოლებმა გადაიღეს ფშაველებიდან და გაავრცელეს მთელს იმპერიაში: ჩინეთში, შუა აზიაში, რუსეთში და ა.შ.
საქართველოს მთიანეთში მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა პირველი ხინკალი. ზოგი ხინკალს ხევისბერის ცოლის სახელს, ხინდას უკავშირებს, რომელმაც პატივსაცემი სტუმრებისათვის სპეციალურად გამოიგონა ეს კერძი. ზოგიც ყვება თქმულებას კბილებჩამტვრეულ ბიჭზე, რომელსაც დამ რბილი საკვები მოუმზადა და ა.შ. უმთავრესად ხინკლით კავკასიელი მწყემსები თბებოდნენ ზამთარში.
1.2 სიმბოლიკა
ჩვენი წინაპრებისათვის ხინკალს, როგორც უკვე აღვნიშნეთ სარიტუალო და საკრალური დანიშნულება გააჩნდა. ხინკალი უნდა ყოფილიყო 28 ნაოჭიანი. 28 მზის წელთა რიცხვია (მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას 28 წელი უნდება). ასევე მიიჩნევენ, რომ ხინკალზე 19 ნაოჭი უნდა იყოს, რადგან ასომთავრულ ანბანში მე-19-ე ასონიშანი არის “რაე” – ბორჯღალისა და მზის სიმბოლო. კერძის კუჭი მზეა, ხოლო ნაოჭები – სხივები, მისი მეორე მხარე კი დისკოა ანუ სავსე მთვარის სიმბოლო, ბარაქის მომტანი (ხორციელი). ორი მნათობის განსახიერება თავსდება ქვაბში, რომელიც ამ დროს სამყაროს განასახიერებს, წყალი კი ის პირვანდელი მყარი და ქვაბმა უნდა იბრუნოს, როგორც ცის თაღმა. ხინკალს ამზადებდნენ კვირა დღეს “ბარბალობას” ანუ მზის დღეს (ბარბალე იყო მზის ქალღმერთი). ეთნოგრაფების აზრით ხინკლის სახელწოდება არაა ქართული და დაცვითი მაგიითაა განპირობებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგ: მშობლები ახალშობილს უსჯულოთა სახელს არქმევდნენ, რადგან უცხო ძალებს რომლებიც ადამიანებს ვნებდნენ ვერ ეცნოთ. ამიტომაც ქვია ხინკალს დღემდე დამკვიდრებული სახელი. მისი პირველადი სახელწოდებაა “კვერი”, რომელიც ასტრალური სიმბოლოა და მნათობთა თაყვანისცემას გამოხატავს.
2. ხინკლის მიმოხილვა და კლასიფიკაცია.
2.1 კლასიფიკაცია
ქართული ხინკალი შეგვიძლია დავყოთ სხვადასხვა სახეობებად მაგ: თუშური, ფშავური, მოხევური, მესხური, კახური, თბილისური, ქალაქური. მთაში ხინკალს ამზადებდნენ ძროხისა და ცხვრის ხორცით, ხოლო ბარში ძროხის და ღორის ხორცით.
2.2 მიმოხილვა
ხინკალი ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს: პურს, ხორცს, სხვადასხვა სანელებლებს, ცომისთვის ვარგისია ხორბლის ფქვილის სამივე სახეობა: შავი, რუხი, თეთრი. ხინკლის ცომი იზილება ნელა და დიდხანს, საფუვრის გარეშე მხოლოდ წყლისა და მარილის გამოყენებით, რაც უფრო დიდხანს იზილება მით უფრო ძარღვიანი ხდება და ხარშვისას ნაკლებად იშლება, თან უფრო გემრიელიცაა. მოხარშვის შემდეგ ხინკალი გლუვი და კრიალა რომ იყოს, ცომის მოზელვამდე ფქვილში უნდა გაიხსნას ერთი ათქვეფილი კვერცხის წყალხსნარი. განვიხილოთ ზემოთ ნახსენები ხინკლის სახეობები. თუშურ ხინკალში აუცილებლად ხმარობენ ქონდარს (წყლის ქონდარს), რომელიც ამ რეგიონში გვხვდება და ძალიან განსხვავდება ტრადიციული ქონდრისგან. შიგთავსი ოდნავ თხელი კეთდება, რათა წვნიანი გამოვიდეს. ხარშვის დროს ქვაბს ატრიალებენ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. არ ხმარობენ ქაფქირს.
მოხევური და ფშავური ხინკლის შიგთავსის შეზავებისას ხმარობენ ტყიურას და ველურ ძირას (კვლიავს), რომელიც ადრე შემოდგომაზე იკრიფება და ჩრდილში ხმება, მაგრამ კვლიავი ზედმეტი არ უნდა იყოს, რათა ხინკალი არ დაამჟაოს.
მოხევურ ხინკალს ამზადებენ კუჭების გარეშე ან პატარა კუჭებით და ქვაბიდან ამოღების წინ ზევიდან ასხავენ ცივ წყალს, რომ არ შეიკრას.
მთიულურ ხინკალში სატენს უმატებენ წითელ წიწაკას და ძირას.
განსხვავებულია ქალაქური ხინკალის დამზადების წესი. მოზელილ ცომს შეფუთავენ და აჩერებენ, ერთი საათის შემდეგ ხელახლა გადაზელენ, ისევ შეფუთავენ და აჩერებენ. აღნიშნულ პროცედურას იმეორებენ 2-3ჯერ, ასე მომზადებული ცომი ელასტიური და პრიალაა. ხინკლის შიგთავსს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და უმატებენ მწვანილს.
კახური ხინკალიც დაახლოებით იგივენაირად მზადდება, მაგრამ ცომის დასამზადებლად ზემოთ ნახსენებ პროცედურებს არ ატარებენ.
ხინკლის მოხარშვის ტექნოლოგიაც რამდენიმე ნაირი არსებობს. სქელ ნახევრად უმად მოხარშულ ხინკალს ძირითადად მოხევეები აკეთებენ, თხელ ცომიან და პატარა 13-15 ნაოჭიან ხინკალს დუშეთსა და ერწოში, ხოლო დღეისათვის ყველაზე პოპულარულს დიდ მსხვილკუჭიან ხინკალს უმეტესად ყაზბეგის მხარეში ამზადებენ, თუმცა ხინკლის ზომა სულაც არ ნიშნავს მის ხარისხს. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა: ფშავი მელექსე ყაზბეგში სტუმრად ყოფილა, სადაც დიდი, დაახლოებით თეფშისოდენა ხინკალი მიურთმევიათ. ამის დამნახავ
ენაკვიმატ ფშაველს ასეთი კაფია უთქვამს:
ხინკალს სიფართე რად უნდა
ფშაველი ქალისავითა,
შესჭამ და უღელს გასტეხამ
გაბერილ ხარისავითა…”
მთაში ხინკლის სატენს აუცილებლად ხანჯლით კეპავენ და გამზადებულ კერძს ხის ლანგარზე აწყობენ, რითიც ბუნებრივ გემოს ინარჩუნებს. ხინკალის მოსახარშად მოკალულ სპილენძის ქვაბებს ხმარობდნენ, რითაც საჭმელს ამ შენაერთის თვისებების გამო გამორჩეული გემო ეძლეოდა. სხვათა შორის ფშავსა და ხევსურეთში დღეობებზე ხინკალის მოხარშვას არასდროს მიანდობდნენ ცუდი ავტორიტეტის მქონე ადამიანებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ცუდი სულის კაცს ცუდი ხელიც ექნებოდა და ვერც კერძი გამოუვიდოდა კარგი.
სრულიად განსხვავებულია მესხური (აპოხტის) ხინკალის დამზადების ტექნოლოგია. ცომს ჭრიან და შიგნით დანაწევრებულ საქონლის ან ღორის დამარილებულ, გამომშრალ აპოხტს დებენ. კერძი ისე იხვევა, რომ პირი ოდნავ ღია რჩება. გამოდის პატარა ზომის. სუფრაზე ხინკალს აუცილებლად ასხამენ ერბოში მოთუშულ ხახვს ასევე ნიორწყალს და შავ პილპილს. ასე რომ მთასა და ბარში გავრცელებული ხინკლის სახეობები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფორმით, შიგთავსით და აგრეთვე ნაოჭების რაოდენობითაც, რასაც მთიანეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
3. რა ალკოჰოლური სასმელებს გთავაზობენ სერვისები ” ხინკლის შეკვეთა ”
ამ ძველ ქართულ კერძს მთაში არაყის ტიპის სასმელებს აყოლებდნენ. ხინკალს ქართლის მთიანეთში უხამებდნენ მწვავე არაყს, რომელიც თბებოდა და ცხელი ისმეოდა, ერთნახად ხილის ჟიპიტაურს და ორნახად ჭაჭის არაყს. თუშეთში ხინკალი მიირთმეოდა ტრადიციულ ლუდთან ან ქერისგან დამზადებულ ე.წ სულადის არაყთან ერთად. ბარში კი ძირითადად ღვინოს და არაყს აყოლებდნენ. ძველად ქალები ხინკალთან ერთად წყალში გაზავებულ საფერავის ღვინოს მიირთმევდნენ.
სერვისების ” ხინკლის შეკვეთა ” ნაწილი ალკოჰოლურ სასმელებსაც გთავაზობენ. შეკვეთისას დააზუსტეთ ეს საკითხი.
4. რა უალკოჰოლო სასმელებს გთავაზობენ სერვისები ” ხინკლის შეკვეთა ”
ხინკალს უხდება ხილის და ჩირის კომპოტები, ბადაგი, დღეს მას გაზიან გამაგრილებელ სასმელებსაც აყოლებენ.
ბოლო დროს ტრადიციულ სასმელებთან ერთად არატრადიციულ სასმელებსაც ხმარობენ ხინკალზე დასაყოლებლად, როგორებიცაა მაგ: შამპანური, უცხოეთიდან შემოსული წვენები, არაყის მსგავსი სასმელები და ა.შ რაც ალბათ კულინარიულ კულტურათა შერწყმასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში გამოიხატება, ისევე როგორც სხვა დანარჩენ საკითხებში. დღეს მსოფლიო კულტურები თავის წარმოჩენას ცდილობენ რასაც საქართველოც არ ჩამოუვარდება და მშობლიურ ტრადიციებს ყველას უზიარებს.
სერვისების ” ხინკლის შეკვეთა ” ნაწილი უალკოჰოლო სასმელებსაც გთავაზობენ. შეკვეთისას დააზუსტეთ ეს საკითხი.
ხინკლის შეკვეთა ქართულ სოციალურ ქსელებში , საკმაოდ პოპულარული თემაა
- ქალაქური ხინკალი გამოძახებით
- ხინკალი
- ხინკალი სწრაფად მოტანით
- ხინკალი იაფად მოტანით
- ხინკალი სახლში
- ხინკალი ,,რა დედამ გშობა“ ..
- ხინკალი 7/24
- აპოხტის ხინკალი
- სახინკლეები
- ხინკალი ვაკეში
- ხინკალი ბათუმში
- Хинкали по вызову
- Вызов Хинкали
- Khinkali delivery
ხინკლის შეკვეთა ქართულ web-სივრცეში
- ხინკალი გამოძახებით
- ხინკალი
- ხინკალი გამოძახებით
- ხინკალი
- ხინკალი
- ხინკალი გამოძახებით
- კახური ხინკალი გამოძახებით
- ქალაქური ხინკალი გამოძახებით
- მთიულური ხინკალი გამოძახებით
- ბატის ხინკალი გამოძახებით
- კარტოფილის ხინკალი გამოძახებით
- მოხევური ხინკალი გამოძახებით
- ყველის ხინკალი გამოძახებით
- ხაჭოს ხინკალი გამოძახებით
- ჭინჭრის ხინკალი გამოძახებით
Вызов хинкали
Что такое настоящий хинкали и в чем секреты его приготовления
О первых хинкали сложено множество мифов и легенд. По одной из самых распространенных версий, первые хинкали варили несколько веков назад в семье Пшавели Хевисбери. Хевисбер пригласил почетных гостей из Хевсурети, и он действительно хотел, чтобы им оказали особое уважение, поэтому он попросил свою жену приготовить особое блюдо .
У женщины были только мука и баранина.
Жена Хевисбера задумалась, что приготовить ей пришла в голову идея положить мясо в тонкое тесто.
Как оказалось, эта странная «еда» понравилась всем, и поэтому она была названа в честь жены Хевесбери (женщину называют Хинда).
Однако есть и другая, менее распространенная версия, согласно которой первый раз хинкали готовили тушские пастухи.
Они не использовали тесто и получилось что-то вроде гупты. Так или иначе, хинкали – несомненно, древнейшее традиционное блюдо
Мтиулури и тбилисские хинкали
Сегодня существует два основных вида хинкали: мтиулури приготовленный с фаршированным мясом, и так называемый Тбилисури, приготовленные с мясом на мясорубке. Дело в том, что эти два вида хинкали действительно отличаются друг от друга по приготовлению и вкусовым качествам.
Мтиулури обязательно готовят из баранины. Также следует отметить, что мясо хинкали должно быть не менее годовалого ягненка. Мясо режут кинжалом на мелкие кусочки. Немного, примерно 10-15 таких измельченных кусков мяса вполне достаточно, чтобы приготовить один кусок хинкали. Сделано иначе, хинкали больше нет и это совершенно другая еда.
Что касается второго по распространенности вида хинкали, ,тбилисури –способ приготовления слохнее . Помимо того, что размер мяса тбилисских хинкали и количество морщин не определены (морщины важны для мтиулури и нужно учитывать от 13 до 19 морщин), в тбилисские хинкали добавляют зелень, мелко нарезанный лук и перец.
тбилисский хинкали за счет дополнительных компонентов добился большего прогресса во вкусовых качествах, чем Мтиулури. Однако есть люди, которые по традиции любят мтиулури.
Хинкали измеряют не только размерами
Что касается технологии приготовления уже завернутых хинкали, то их несколько. Полнотелые, полуфабрикаты хинкали делают в основном мохевы. Тонкие и маленькие, по 13-15 морщинистых хинкали – в Душети и Эрзо. А самые популярные крупные хинкали с большим телом сегодня производятся в основном в регионе Казбеги. размер хинкали не обязательно указывает на его качество.
В Тбилиси предпочтение отдается как минимум большим хинкали. Большинство опрошенных нами тбилисцев, любящих хинкали, обращают внимание на цену и размер хинкали.
Какой напиток подойдет хинкали
Что касается напитка с хинкали, то в горах к этому блюду традиционно добавляли водочные напитки. В Картлийском нагорье дзипитаури. В Тушети так называемое традиционное пиво или ячмень.
Есть люди, которые считают, что белые сухие Ркацители очень хорошо сочетаются с хинкали. Однако история и традиции показали, что высококачественные напитки водочного типа по-прежнему лучше всего подавать с хинкали.