ჰომოფობია

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშსგანდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის  მიერ  2006  წლის  18  იანვარს  მიღებულ  რეზოლუციაში  ტერმინი  ჰომოფობია  ასეა  განმარტებული:

ჰომოფობიაწარმოადგენსწინასწარგანწყობაზედაფუძნებულირაციონალურშიშსადასიძულვილსლესბოსელებისგეებისბისექსუალებისადატრანსგენდერიადამიანებისმიმართდამსგავსიარასიზმისქსენოფობიისანტისემიტიზმისადასექსიზმისა.

ჰომოფობიასთან  ბრძოლის  საერთაშორისო  დღედ  17  მაისის  გამოცხადება  ჯანდაცვის  მსოფლიო  ორგანიზაციის  გადაწყვეტილებას  უკავშირდება,  რომელმაც  1990  წლის  17  მაისს  ჰომოსექსუალობა  ფსიქიურ  დაავადებათა  სიიდან  ამოიღო.  თუმცა,  ამით  ლგბტ  ადამიანთა  ბრძოლა  თანაბარი  უფლებებისათვის  არ  დასრულებულა.  ამ  დღის  აღიარება  საერთაშორისო  საზოგადოების  მიერ,  რომელიც  გმობს  ადამიანთა  დისკრიმინაციას  რასობრივი,  ეროვნული,  კულტურული,  რელიგიური  თუ  სხვა  რამ  ნიშნით,  გარკვეულ  ვალდებულებებს  აყენებს  იმ  სახელმწიფოთა  წინაშეც,  რომლებიც  არასაკმარის  ყურადღებას  უთმობენ  ჰომოფობიასა  და  ლგბტ  ადამიანების  მდგომარეობას  ქვეყანაში.
2005  წლიდან  17  მაისს,  როგორც  ჰომოფობიის  წინააღმდეგ  ბრძოლის  საერთაშორისო  დღეს  (International  Day  Against  Homophobia  –  IDAHO),  მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანაში  აღნიშნავენ.  ამ  დღისათვის  საერთაშორისო  სტატუსის  მინიჭების  იდეა  ფრანგ  მეცნიერსა  და  მწერალს  ლუი-ჟორჟ  ტენს  ეკუთვნის.  გაეროში  გაგზავნილ  მიმართვას,  ხელი  ადამიანთა  უფლებებისათვის  მებრძოლმა  10  000-ზე  მეტმა  აქტივისტმა  მოაწერა  მსოფლიოს  35  ქვეყნიდან.  ამ  მოთხოვნას,  ცხადია,  თავისი  მიზეზები  ჰქონდა.

ჰომოფობიის  გამოვლინების  თვალსაზრისით,  მეოცე  საუკენე  ერთ-ერთი  ყველაზე  სასტიკი  პერიოდია  ისტორიაში.  ჰომოსექსუალები  იდევნებოდნენ  და  ისჯებოდნენ  საბჭოთა  კავშირში.  ნაცისტურ  გერმანიაში  ამ  ბრალდებით  100  000-მდე  ადამიანმა  საკონცენტრაციო  ბანაკებში  ამოჰყო  თავი.  ჰომოფობიასთან  ბრძოლის  საერთაშორისო  სიმბოლო  ვარდისფერი  სამკუთხედია,  რომლის  ისტორიაც  ნაცისტურ  რეჟიმს  უკავშირდება.  ბოშებთან  და  ებრაელებთან  ერთად,  ჰომოსექსუალები  იმ  “არასასურველ”ადამიანთა  ჯგუფს  განეკუთვნებოდნენ,  ვის  განადგურებასაც  ნაცისტები  აპირებდნენ.  კანონმდებლობის  175-ე  პარაგრაფში,  რომელიც  ჰომოსექსუალურ  ურთიერთობებს  კრძალავდა,  ჰიტლერის  მიერ  ცვლილებები  იქნა  შეტანილი,  რომლის  მიხედვით,  ჰომოსექსუალური  აქტის  გარდა,  იკრძალებოდა  აგრეთვე  კოცნა,  ჩახუტება,  ჰომოსექსუალური  ფანტაზიებიც  კი!  კანონის  დამრღვევები  სასჯელს  ციხეში  იხდიდნენ,  შემდეგ  მათ  საკონცენტრაციო  ბანაკებში  გზავნიდნენ.  გამოტანილი  განაჩენი  მათ  სტერილიზაციას  ითვალისწინებდა,  რასაც  ხშირად  კასტრაციაც  სდევდა  თან.  1942  წელს  სასჯელი  გაამკაცრეს  და  ჰომოსექსუალური  აქტისთვის  ადამიანებს  სიკვდილით  სჯიდნენ.  საბჭოთა  კავშირში  ჰომოსექსუალობის  ხელახალი  კრიმინალიზაცია  1934  წელს  მოხდა.  ამ  პერიოდში,  ჰომოსექსუალობასთან  ბრძოლა  ლამის  სახელმწიფო  იდეოლოგიის  ნაწილად  იქცა.  საინტერესოა,  რომ  კანონი  მხოლოდ  მამაკაცებს  შორის  ჰომოსექსუალური  კავშირისათვის  ითვალისწინებდა  სასჯელს,  ლესბოსელობა  კი  ფსიქიკურ  გადახრად  ითვლებოდა.

დღესაც,  XXI  საუკუნეში  მსოფლიოს  ოთხმოცდაექვს  ქვეყანაში  ჰომოსექსუალობა  კანონითაა  აკრძალული  და  ისჯება  –  ზოგ  ქვეყანაში  სამუდამო  პატიმრობას  ითვალისწინებს,  ზოგან  კი  ადამიანებს  სიკვდილით  სჯიან.  რაღა  თქმა  უნდა,  ჰომოსექსუალობის  ამოღება  ფსიქიკურ  დაავადებათა  სიიდან  და  მისი  დეკრიმინალიზაცია  წინ  გადადგმული  ნაბიჯია,  მაგრამ  ანტიდისკრიმინაციული  კანონის  არარსებობის  პირობებში,  ლგბტ  (ლეზბი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი)  ადამიანები  ხშირად  ხდებიან  საზოგადოებაში  არსებული  ჰომოფობიის  მსხვერპლნი.  არათუ  საქართველოში,  სადაც  არა  მარტო  ჰომოფობიის  პროპაგანდა,  არამედ  რელიგიური  შეუწყნარებლობისა  და  სექსიზმის  გამოვლინებაც  ბოლო  პერიოდის  წინასაარჩევნო  პერიოდის  უცვლელ  ატრიბუტად  იქცა,  არამედ  იმ  ქვეყნებშიც  კი,  სადაც  დიდი  ხნის  წინ  მოხდა  ჰომოსექსუალობის  დეკრიმინალიზაცია,  ყოველდღიურად  აღინიშნება  ძალადობის  ფაქტები  სკინჰედებისა,  სხვადასხვა  ნეოფაშისტური  დაჯგუფებების  მხრიდან.

ჰომოფობიის  წინააღმდეგ  ბრძოლის  საერთაშორისო  დღის  დაწესების  მთავარი  მიზეზი  მსოფლიოში  ლგბტ  ადამიანთა  დისკრიმინაციის  ამ  და  სხვა  მრავალ  ფაქტზე  ფართო  საზოგადოების  ყურადღების  მიპყრობაა.  საქართველოს  კანონმდებლობით  ჰომოსექსუალთა  უფლებები  ისევეა  დაცული,  როგორც  სხვა  დანარჩენ  მოქალაქეთა.  იგი  არ  ითვალისწინებს  მხოლოდ  ერთ  სქესიან  ქორწინებას,  რასაც  ზოგიერთი  ადამიანის  უფლებათა  დამცველი  მიზანშეუწონლად  მიიჩნევს.

ჩვენს  ქვეყანაში  ჰომოფობიის  ძირითად  მიზეზებად  შესაძლოა  დავასახელოთ,  საბჭოური  მენტალიტეტის  ნიშნები,  რომელიც  ჯერ  კიდევ  არ  გამქრალა  ჩვენი  საზოგადოებიდან  და  ასევე  საქართველოს  მართლმადიდებელი  ეკლესიის  პოზიცია,  რაც  ასეთი  ადამიანების  უარყოფით  არის  გამოწვეული.  ზემოთხსენებული,  კიდევ  უფრო  დიდ  მნიშვნელობას  იძენს,  თუ  მართლმადიდებელი  ეკლესიის  ავტორიტეტსაც  გავითვალისწინებთ  ქართულ  საზოგადოებაში.  თუმცა,  სულ  რამდენიმე  ხნის  წინ  მოსკოვისა  და  სრულიად  რუსეთის  მართლმადიდებელი  ეკლესიის  პატრიარქმა  კირილმა  განაცხადა  იმის  შესახებ,  რომ  არატრადიციული  სექსუალური  ორიენტაციის  მქონე  ადამიანები  არ  უნდა  იყვნენ  განდევნილნი  საზოგადოებიდან.  პატრიარქის  სიტყვებით,  ის  მიიჩნევს  რომ  ჰომოსექსუალობა  არის  ადამინის  თავისუფალი  არჩევანი  და  ამის  გამო  ადამიანები  არ  უნდა  ისჯებოდნენ.  მიუხედავად,  იმისა  რომ  საერთაშორისო  საზოგადოება  ლიბერალურად  არის  განწყობილი  არატრადიციული  სექსუალური  ორიენტაციის  ადამინების  მიმართ,  საქართველოში  ამ  მხრივ  მაინც  საკმაოდ  რთული  ვითარებაა.  ამას  ადასტურებს,  თუნდაც  ის  ფაქტი,  საქართველოს  პარლამენტის  ერთ-ერთი  წევრის,  დიმიტრი  ლორთქიფანიძის  მიერ  2009  წლის  31  ივლისს  პარლამენტის  სხდომაზე  გაკეთებული  განცხადებით  მამათმავლობა  დასჯადი  უნდა  იყოს,  თუ  ის  საზოგადოების  გახრწნისკენ  არის  მიმართული.  თუ  იგი  საზოგადოების  საჯარო  ინტერესს  ლახავს  და  წარმოადგენს  გაუკუღმართებულ  და  გაუზნეურებულ  ქცევის  წესებს.  მისი  თქმით,  დასაცავია  მხოლოდ  ის  ადამიანი,  ვინც  ამ  პათოლოგიური  ნაკლით  დაიბადა,  რადგან  მას  ბუნების  წინაშე  ბრალი  არ  მიუძღვის.  დეპუტატი  დარწმუნებული  იყო,  რომ  საპარლამენტო  უმრავლესობის  დიდი  ნაწილი  მის  შეფასებას  გაიზიარებდა.  დღეს  ეს  ადამიანი  სახალხო  დამცველის  თანამდებობაზე  სახელდება  კანდიდატად,  რაც  მიუღებლად  მიგვაჩნია.  (ბლოგის  ავტორების  მოსაზრება)

რაც  შეეხება  ჰომოსექსუალების  ჯარში  მსახურებას,  შეგახსენებთ  ევროსასამართლოს  ერთ–ერთ  გადაწყვეტილებას  UK–ის  წინააღმდეგ,  რომლის  შედეგადაც  დიდმა  ბრიტანეთმა  გააუქმა  ჰომოსექსუალებისთვის  სამხედრო  ძალებში  მსახურების  აკრძალვა.