ადამიანის უფლებათა პატივისცემა

ადამიანის უფლებათა პატივისცემა E. Respect fro Human Rights

საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთი ძირითადი პრინციპი (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა). თანამედროვე საერთაშორისო სამართალი სულ უფრო მეტ აქტიურობას იჩენს ისეთ სფეროში, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს სახელმწიფოს მხოლოდ საშინაო საქმეა, მაგრამ სინმადვილეში ამ სფეროს ჯეროვანი მოწესრიგება სახელმწიფოთა მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. სწორედ ასეთი პრობლემების დაძლევას ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშოიროს სამართლებრივი ღონისძიებანი. ეს ის უფლებებია, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, მიუხედავად მისი სქესისა, კანის ფერისა, სარწმუნოებისა, რასისა თუ ეროვნებისა აუპ–ის პრინციპის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო სამართლებრივი საშუალებებით მის განმტკიცებას დასაბამი მიეცა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამას დიდად შეუწყო ხელი ჰიტლერული რეჟიმის მიერ ადამიანთა მასობრივი განადგურების საშინელი ფაქტების საქვეყნოდ მხილებად. თუ მანამდე საერთაშორისო საზოგადოებრიობა ძირითადად ეროვნულ უმცირესობათა საერთაშორისო დაცვით იყო დაინტერესებული, რაც განსაკუთრხებით გაძლიერდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გაეროს წესდებაში შეტანილ იქნა მოწოდება – დაცული ყოფილიყო ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები. აქედან იწყება მწვავე იდეოლოგიური ბრძოლა „სოციალისტურ და იმპერიალისტურ“ ქვეყნებს შორის, რათა ადამიანის უფლებათა პატივისცემა გაეროს მიზნებისაგან ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპად გადაქცეულიყო, თანაც ორი სოციალური სისტემის თანაარსებობის პრინციპის შეუბღალავად, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით (იხ.: ადამიანის უფლებები, გაეროს ორგანოები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში) გაეროს ერთ–ერთი უმთავრესი მიზანია, „კვლავ განამტკიცოს ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის რწმენა“, ორგანიზაცია მოწოდებულია, „განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში და დანერგოს ყველას მიმართ, მიუხედავად რასისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემა“ (1–ლი მუხ., მე–3 პუნქ.). აღნიშნული პრინციპის განსახორციელებლად გაეროს გენერალური ასამბლეა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებებით. ამ საბჭოს მიერ შქემნილი სპეციალური კომისიების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა მთელი რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა, რომელთა შორის აღსანიშნავია:1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ (1966), კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (1869) და სხვ ეუთოს დასკვნითმა აქტმა (1.VIII.1975) შეაჯამა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფის სფეროში და იგი ცალკე ძირითად პრინციპად გამოყო. ამ აქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ვალდებულება იკისრეს, პატივისცემით მოეკიდონ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის: აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა და რელიგიისა; ხელი შუეწყონ და განავითარონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორებები ამ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი განხორციელებისათვის, რაც დაეფუძნა ადამიანის პიროვნების დამახასიათებელ ღირსებებს. სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიებზე ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობანი, ასვე ვალდებულებას კისრულობენ, პატივისცემით მოეკიდონ ასეთ უმცირესობათა თანასწორობის უფლებას კანონის წინაშე, მიანიჭონ მათ სრული შესაძლებლობანი, ნამდვილად ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით და ამრიგად დაიცვან მათი კანონიერი ინტერესები, იმოქმედონ გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დარგის საერთაშორისო დეკლარაციებისა და შეთანხმებებში, მათ შორის საერთაშორისო პაქტებში ადამიანის უფლებათა შესახებ, თუ ისინი ამ პაქტების მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპის საფუძველია დებულება, რომელიც კრძალავს იძულებითი ზომების გამოყენებას უცხო სახელწმიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს კომპეტენტური ორგანოები დარწმუნდებიან, რომ კონკრეტულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები მასობრივად და სისტემურად ირღვევა და საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რაც საერთაშორისო დანაშაულად ითვლება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წესდებით გათვალისწინებული საშუალებები, შეიარაღებული ძალის გამოყენების ჩათვლით. დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ლოზუნგის გამოყენება სახელმწიფოთა მიერ სხვა სახელწმიფოს საშინაო პოლიტიკის კრიტიკისათვის, მასზე დიპლომატიური ზემოქმედებისათვის, რაც საშინანო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეშ დარღვევად ითვლება. ცხადია, ეს არ გამორიცხავს იდეოლოგიურ ბრძოლას ადამიანის უფლებათა დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის, მაგრამ ეს ბრძოლა საერთაშორისო სამართლით დასაშვებად მიჩნეული ფორმებით უნდა მიმდინარეობდეს, სხვა საკითხია პრესის, რადიოს, ტელევიზიისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მონაწილეობა იდეოლოგიურ ბრძოლაში, რაც სპეციფიკურ ხასიათს ატარებს და ვერ შეედრება ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის (მთავრობათაშორის) ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპზეა (სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) აგებული. ბოლო წლებში ამ მხრივ განსაკუთრებით გააქტიურდა ეუთო. ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი რეგიონალური ორგანიზაციაა ევროპის საბჭო, რომლის წევრი საქართველო 1999 წელს გახდა, რითაც ადამიანის უფლებათა პატივისცემის დიდი და ფართომასშტაბიანი ვალდებულებები იკისრა და ცალკეული ადამიანების უფლებათა დაცვის დახვეწილ და ეფექტიან მექანიზმებს დაუკავშირა თავისი ბედი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) წლების განმავლობაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა აღნუსხვისა და მათი დაცვის მექანიზმების განმსაზღვრელი ფართო უნივერსალური და რეგიონალური სამართლებრივი ბაზა (დაიდო 100–ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთ ძირითად პრინციპად იქცა. დღეისათვის ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, რომელსაც „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“ ეწოდება. საქართველოს კონსტიტუცია დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე. მასში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”. (მე–7 მუხ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]d

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)