ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა და დაცვა

ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა და დაცვა E. Promotion and protection of human rights

ა.უ.ხ.დ. მოიცავს იძულებით ზომებს, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში გადაუდებელი ხასიათი აქვს. ისინი მიმართულია ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად, შესაწყვეტად, ან შესარბილებლად, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირდაპირი დიპლომატიური, სამართლებრივი, სამხედრო, ანდა საზოგადოებრივი ზეწოლა, ან სხვა მეთოდები. \ ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა ნებაყოფლობით დიპლომატიურ ზომებს გულისხმობს იმ ქვეყნების დასახმარებლად და პირობების გასაუმჯობესებლად, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევის საფრთხე არსებობს. \ ადამიანის უფლებათა ჰორიზონტალური მოქმედება (Horizontal effects of Human Rights) ა.უ.ჰ.მ. ნიშნავს ადამიანის უფლებათა მეთოდოლოგიისა და ტერმინოლოგიის ადამიანთაშორის ურთიერთობებში გამოყენებას, თუმცა ამგვარმა მცდელობებმა არ გაამართლა და დღეს, ადამიანის უფლებებზე საუბრისას, მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა. და თუმცა ოჯახი, სიყვარული, მეგობრები, ან ურთიერთობა მეზობლებს შორის წარმოადგენენ მთელ რიგ უფლებათა და მოვალეობათა წყაროს, ადამიანის უფლებათა ცნება მათ მიმართ არ გამოიყენება.

<p style=”text-align: justify; font-size: 12px;”>

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)