ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია E. ethics commission of association of lawyers

შედგება 3 წლის ვადით არჩეული 9 წევრისგან. 7 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ხოლო თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების საერთო კრებები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების ეთიკის კომისიების წევრთა რაოდენობა, უფლებამოსილება და არჩევის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. ეთიკის კომისიის წევრის ხელახლა არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს აღმასრულებელი საბჭო თავისი წევრებისგან, 1 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით („ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 28).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)