ადმინისტრაციული ორგანო

ადმინისტრაციული ორგანო – ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა. ადმინისტრაციული ორგანოს უმეტესობა საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (1)

ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ორგანო.   Source: საქართველოს კანონი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3;   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო.   Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2;   ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერის სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2;   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა.   Source: საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1;   ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერის სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)

ადმინისტრაციული ორგანო – Administrative Body/Agency  – სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge (3)

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)