ავტორიზაცია

ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/ და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით.   Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (1)

ავტორიზაცია – (ინტ.), authorization გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება პირისათვის (პირთა ჯგუფისათვის), მონაცემთა დამუშავების სისტემაში ან ინტერნეტის ჰოსტებში (კვანძებში) მოქმედებების შესასრულებლად. მაგალითად: უფლება, შეცვალოს საიტზე ინფორმაცია, შეიტანოს სისტემაში ახალი მონაცემები, გააკეთოს კორექტურა და ა.შ. როგორც წესი, მკაცრად განსაზღვრულია ამ უფლება მინიჭებულ პირები.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……