ანგლოამერიკული (საერთო) სამართლის სისტემა

ანგლოამერიკული (საერთო) სამართლის სისტემა

E. Anglo-American legal system, common law system

თანამედროვეობის სამი ძირითადი სამართლებრივი ოჯახიდან (ანგლოამერიკული, მუსლიმანური და რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა) ერთ-ერთი, რომელიც მოქმედებს ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადასა და ინგლისის ყოფილ კოლონიებში. აღნიშნული სისტემა ხასიათდება რამდენიმე განმასხვავებელი ნიშნით: იყოფა ორ ძირითად დარგად, სტატუტის სამართალი (statute law), რომლის წყაროს წარმოადგენს პარლამენტი და საერთო სამართალი (common law) ჩამოყალიბდა მე-13-14 სს-ში სამეფო სასამართლოების პრაქტიკის განზოგადების და ადგილობრივი ჩვეულებების საფუძველზე; სამართლებრივი ნორმები ატარებს უპირატესად კაზუისტიკურ ხასიათს; სამართლის წყაროებს შორის სასამართლო პრეცედენტსა და სამართლებრივ დოქტრინას დიდი როლი ენიჭება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……