გარიგების ფორმის დაუცველობის შედეგი

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday,  April 15,  2013

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1 ნაწილის გათვალისწინებით ბათილობას იწვევს როგორც მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა, ისე რთული წერილობოთი ფორმის დაუცველობა.
მოცემული ნორმა იმპერატიულია და გარიგების მონაწილეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ.თუმცა, როგორც გამონაკლისი, შეიძლება ფორმის დაუცველობამ არც კი გამოიწვოს გარიგების ბათილობა.ეს მაშინინაა, როცა ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ის ხარვეზი, რომელიც გარიგების დადებისას მხარეება ვერ გაითვალისწინეს.
ამ მუხლის პირველი პუნქტით ბათილად ცხადდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგებაც. თუმცა, ამ შემთანხმების დაუცველობას შეიძლება ყოველთვის არ მოჰყვეს გარიგების ბათილობა.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით შეარჩიეს მხარეებმა გარიგების ფორმა.
მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა ზოგჯერ იწვევს გარიგების ბათილობას, ზოგჯერ კი არა.ასე მაგალითად ანდერძისათვის წერილობითი ფორმა, აუცილებელი ფორმაა, ეს იქნება სანოტარო ფორმით, თუ მის გარეშე.ზეპირი ანდერძი ყველა შემთხვევაში ბათილია, ან კიდევ, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით ფორმას მოითხოვს.ხშირ შემთხვევაში მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა არ იწვევს გარიგების ბათილობას, თუმცა დავის შემთხვევაში მხარეებს აყენებს მოთხოვნის დაკმაყოფილების რისკის წინაშე.
რთული წერილობითი ფორმა როცა კანონითაა გათვალისწინებული, ივარაუდება, რომ იგი აუცილებელი ფორმაა და შესაბამისად, მისი დაუცველობა ყოველთვის გამოიწვევს გარიგების ბათილობას.
ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგებანი.ეს გამონაკლისი შემთხვევებია საერთო წესებიდან.ასე მაგალითად,  ბათილად ჩაითვლება ლიცენზიის გარეშე დადებული ცალკეული გარიგებანი.ლიცენზია უფლებას აძლევს პირს აწარმოოს ესა თუ ის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.ნებართვაში სწორედ, რომ მესამე პირის ნებართვა იგულისხმება, რაც დამოუკიდებელი ნების გამოვლენაა.

კონსპექტიკაუზალური და აბსტრაქტული გარიგება.

გარიგებათა დაყოფა აბსტრაქტულ და კაუზალურ გარიგებებად ტრადიციულად გერმანული სამოქალაქო სამართლისთვისაა დამახასიათებელი.

გარიგება მიიჩნევა კაუზალურად ,  თუკი მისგან გამომდინარეობს გარიგების მიზანი (causa) ,  სამართლებრივი საფუძველი. ,  ე.ი. კაუზალურია გარიგება ,  რომელსაც აქვს კონკრეტული ხელშესახები სამართლებრივი საფუძველი – causa,  მიზანი. სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს ჩუქება ,  თხოვნა,  მიყიდვა და ა.შ. გარიგების ამ უშუალო რიპურ საფუძველს (მიზანს) რომელიც გადაცემის ხასიათს განსაზღვრავს,  ეწოდება სამართლებრივი საფუძველი causa. ამ ტიპის გარიგებათა ცალკე გამოყოფის პრაქტიკული მნიშვნელობა იმაშია,  რომ მათი ნამდვილობა დამოკიდებულია სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობაზე : თუ კაუზალური გარიგების საფუძველი ბათილია ,  მაშინ მთლიანად გარიგება იქნება ბათილი.

აბსტრაქტული გარიგების დროს კაუზალურისაგან განსხვავებით სამართლებრივ საფუძველს მნიშვნელობა არა აქვს და გარიგების ნამდვილობა დამოუკიდებელია ამ სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობისაგან. აბსტრაქტული გარიგებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდების დროს.

როგორც წესი,  აბსტრაქტულად და კაუზალურად გარიგებების დაყოფის საკითხი წარმოიშობა იმ გარიგებების დახასიათებისას,  რომელთა მეშვეობითაც პირი სამართლებრივ ან ქონებრივ სარგებელს იღებს.

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.