გაუპატიურება

სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარითან ადამიანის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. გაუპატიურება ზღუდავს ქალის სექსუალურ თავისუფლებას, ე.ი. მდედრობითი სქესის სრულწლოვანი წარმომადგენლის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ აირჩიოს სექსუალურ პარტნიორად, ხოლო სხვა შემთხვევაში ( 14 წელს მიუღწევლის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატირებისას) ირღვევა როგორც სქესობრივი ხელშეუხებლობის კანონი, ასევე ნორმალური ფიზიკური განვითარება და აღზრდის სტილი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გადაწყვეტისას მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულება არსებობდა/არსებობს) მოძალადესა და მსხვერპლს შორის. ადამიანი შეიძლება დადანაშაულდეს ცოლის, საცოლის გაუპატირებაში. მსხვერპლი შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა სქესობრივ კავშირში მოძალადესთან. დანაშაულის კვალიფიცირების მნიშვნელობა არა აქვს ქალის მორალურ სახეს, სახელდობრ, გაუპატირების წინ პიროვნების მაპროვოცირებელ ქცევას, სოციალურ სტატუსს და ა.შ. ყველაზე სექსუალური ძალადობა ჰეტეროსექსუალური ხასიათისაა, უფრო იშვიათად სჩადიან მას ბისექსუალები ან ჰომოსექსუალები. რასაკვირველია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყო როგორც ქალი, ასევე – მამაკაცი. გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ისჯება 3-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]