კაზუსი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

კაზუსი

მარკების  კოლექციონერ  გიორგის  სჭირდებოდა  სასწრაფოდ  გარკვეული  თანხა  და  სესხის  უზრუნველსაყოფად    ბანკს  გადასცა  თავისი  მარკების  კოლექცია,  რათა  მისგან  მიეღო  დიდი  ოდენობის  თანხა.  მარკები  მას  შენახული  ჰქონდა  სეიფში.  გიორგი  გარდაიცვალა,  ისე  რომ  არ  დაუფარავს  აღებული  ვალი.  მისმა  შვილმა  და  ერთადერთმა  მემკვიდრემ  ლევანმა  მისი  მარკების  კოლექცია  იპოვა  და  ისე,  რომ  არც  იცოდა  სესხის  უზრუnველყოფის  შესახებ,  გაასხვისა  ავთანდილზე  30  000  ლარად.

ბანკი  ითხოვს  ავთანდილისგან  კოლექციის  უკან  დაბრუნებას.  რამდენად  სწორია  ბანკის  მოთხოვნა?

ამოხსნა:

I.  ბანკისმოთხოვნაავთანდილის  მიმართკოლექციისდაბრუნებისთაობაზესკის  172-მუხლისპირველინაწილისსაფუძველზე.

იმისთვის,  რომ  ბანკმა  შესძლოს  კოლექციის  გადმოცემა  ავთანდილისგან    სსკ-ის  172-მუხლისპირველინაწილისსაფუძველზე,  მას  უნდა  ჰქონდეს  ვინდიკაციური  მოთხოვნის  უფლება.  ეს  ნიშნავს,  რომ  ბანკი  უნდა  იყოს  მესაკუთრე  და  ავთანდილი  კი  არაკეთილსინდისიერი  მფლობელი.

ა)  გიორგი  იყო  კოლექციის  თავდაპირველი  მესაკუთრე

ბ)  მას  შეეძლო  მთელი  თავისი  ქონება  სსკ-ის186-ე  მუხლის  საფუძველზე  ბანკზე  გადაეცა.  გიორგი  შეუთანხმდა  ბანკს  საკუთრების  უფლების  გადაცემაზედა  გადასცა  კდიეც  არაპირდაპირ  მფლობელობაში.  აქედან  გამომდინარე,  საკუთრების  უფლება  სსკ-ის  186-ე  მუხლის  მიხედვით  გიორგიდან  ბანკზე  გადავიდა.

გ)  ბანკს,  შესაძლოა  მისი  საკუთრება  ლევანის  მიერ  ავთანდილზე  გადაცემის  შედეგად  სსკ-ის    186-ე  მუხლის  თანახმად  ასევე  დაეკარგა.ლევანი  შეუთანხმდა  ავთანდილს  საკუთრების  უფლების  გადაცემაზე  და  გადასცა  კიდეც  კოლექცია.

ლევანი  უნდა  ყოფილიყო  აღნიშნულის  განხორციელებაზე  უფლებამოსილი.  სსკ-ის    1306-ე  მუხლის  თანახმად,  ყველა  უფლება-მოვალეობა  გადადის  მემკვიდრეობით  ლევანზე,  რომელშიც  ასევე  საკუთრების  უფლებაც  შედის.  გიორგის  გარდაცვალებისას,  იგი  არ  იყო  კოლექციის  მესაკუთრე.  ასეთი  იყო  თავად  ბანკი.  შესაბამისად,  ლევანზე  აღარც  სსკ-ის    1306-ე  მუხლის      საფუძველზე  უნდა  გადასული  საკუთრება.  ვინაიდან  ლევანი  არ  არის  მესაკუთრე,  იგი  ასევე  არაა  უფლებამოსილი  მის  განკარგვაზე.

დ)  კეთილსინდისიერი  შეძენა  არაუფლებამოსილი  პირისგან  მაშინაა  დასაშვები,  თუ  ავთანდილმა  საერთოდ  არ  იცოდა  იმის  შესახებ,  რომ  ლევანი  არ  იყო  მარკების  მესაკუთრე.  შესაბამისად,  ავთანდილი  იყო  კეთილსინდისიერი  შემძენი.

გამონაკლისის  სახით,  შეიძლება  ვიმსჯელოთ  სსკ-ის  187-e  მუხლის  მეორე  ნაწილზე,  რომლის  მიხედვითაც,  დაკარგული  ნივთების  კეთილსინდისიერად  შეძენა  ფულის  ან  საწარმდგენლო  ფასიანი  ქაღალდების  სახით  არ  ხდება.  მარკები  შეიძლებოდა  ყოფილიყო  ფასიანი  ქაღალდები,  როგორც  ფულადი  ღირებულების  შემცველი  ფასეულობა.

კოლექცია,  როგორც  ფულის  შემცველი,  აშკარად  გადაცემულია  ბანკისთვის,  ვინაიდან  გიორგიმ  კოლექცია  სწორედ  სესხის  დაზღვევისთვის  ბანკს  გადასცა.  აქედან  გამომდინარე,  საინტერესოა  დაისვას  შეკითხვა,  თუ  რამდენად  იყო  მარკები  თავდაპირველი  სახით  კვლავ    გამოსაყენებელი,  როდესაც  იგი  გიორგიმ  ბანკს  გადასცა.  მარკების  კოლექცია  სსკ-ის    187-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  მეორე  წინადადების    შინაარსში  აბსოლუტურად  არ  ჯდება.  ის  წარმოადგენს  ხელოვნების  საგანს,  რომელიც  საკმაოდ  დიდი  ღირებულის  მქონეა.  აქედან  გამომდინარე,  ამ  გამონაკლისზე  საუბარი  აბსოლუტურად  ზედმეტია.  აქ  შეუძლებელია  გამოვიყენოთ  187-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  მეორე  წინადადება.

გიორგი  გარდაცვალებამდე  იყო  მარკების  პირდაპირი  მფლობელი,  რომლის  დროსაც    მფლობელობას  თავისი  ნებით  ახორციელებდა.  სახეზე  არ  ყოფილა  მფლობელობაში  ნივთის  დაკარგვით  გადაცემა.

მისი  გარდაცვალების  შემდეგ  ლევანი  გახდა  პირდაპირი  მფლობელი,  რომელიც  წარმოადგენდა  მის  მემკვიდრეს.წინამდებარე  კაზუსიდან  გამომდინარე,  შეუძლებელი  იყო  ლევანის  ნივთი  დაეკარგა,  ვინაიდან  ავთანდილზე  მისი  გადაცემა  სწორედ  ლევანის  სურვილით  მოხდა.

აქედან  გამომდინარე,  ავთანდილი  ხდება  მარკების  მესაკუთრე  და  საერთოდ  არაა  სახეზე  ნივთის  დაკარგვის  შემთხვევა.

შედეგიბანკსარაქვსმოთხოვნისუფლებასსკის    172-მუხლისმეორენაწილისსაფუძველზე  .

II  .ბანკისმოთხოვნაავთანდილი  მიმართკოლექციისდაბრუნებისთაობაზესსკ-ის  187-ე  მუხლისპირველინაწილისსაფუძველზე.

ბანკს  შეეძლო  ავთანდილი  მიმართ  კოლექციის  გადაცემის  თაობაზე  მოთხოვნა  დაეყენებინა  სსკ-ის  187-ე  მუხლისპირველინაწილისსაფუძველზეპირველ  რიგში  უნდა  განისაზღვროს  ის,  თუ  სამართლებრივად  ვის  ჰქონდა  მფლობელობის  უკეთესი  უფლებამოსილება.  ასეთად  თუ    ბანკს  ჩავთვლით,  მაშინ  მას,  კოლექციის  ლევანის  მიერ  ავთანდილზე  გადაცემამდე,  უნდა  ჰქონოდა  იგი  პირდაპირ  მფლობელობაში.  ამ  ეტაპზე  კი  ავთანდილი    მფლობელობაშია  კოლექცია,  რომელიც  მან  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში  უნდა  გადასცეს,  თუ  იგი  ბოროტად  მოქმედებდა.  ეს  კი  სახეზეა,  თუ  ავთანდილი  არაკეთილსინდისიერი  მფლობელი  იქნებოდა.  ამდენად,  უნდა  ვივარაუდოდ,  რომ  ავთანდილი  კეთილსინდისიერი  შემძენია.

შედეგი:  ბანკის  მიერ  ავთანდილი  მიმართ  სსკ-ის  187-ე  მუხლისპირველინაწილისსაფუძველზემოთხოვნის  წაყენებa    არ  არის    მიზანშეწონილი.

III  ბანკისმოთხოვნაავთანდილიმიმართკოლექციისდაბრუნებისთაობაზესსკ-ის  187-ე  მუხლისმეორენაწილისსაფუძველზე.

ბანკს  შეეძლო  ავთანდილი  მიმართ  სსკ-ის  187-ე  მუხლისმეორენაწილისსაფუძველზეკოლექციის  დაბრუნებაზე  მოთხოვნა  წაეყენებინა.  ამისთვის  საჭიროა,  რომ  ნივთი  მისი  ადრინდელი  მფლობელის  მიერ  დაკარგული  ყოფილიყო.  იბადება  კითხვა,ლევანის  მიერ  ავთანდილზე  კოლექციის  გადაცემით,  რამდენად  დაიკარგა  ნივთი  ბანკის  მიერ?ლევანმა  თავისი  მფლობელობა  ნების  საფუძველზე  გადასცაავთანდილს.  აქედან  გამომდინარე,  სახეზე  საერთოდ  არაა  ნივთის  დაკარგვის  შემთხვევა.მან  კოლექცია  შეიძინა  ლევანისგან,  რომელმაც,  მფლობელობა  მართლზომიერად  მოიპოვა.