კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ბლოგზე  უკვე  განხილული  გვაქვს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციული-სამართლებრივი  აქტის        ცნება  და  ამჯერად  განვიხილოთ  კანონიერი  ინდ.აქტი.

ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  კანონიერების  წინაპირობა  პირველ  რიგში,  ამ  აქტის  გამომცემი  ადმინისტრაციული  ორგანოს  უფლებამოსილებაა,  მოაწესრიგოს  კონკრეტული  სამართლებრივი  ურთიერთობა  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოცემის  გზით.  საქმიანობის  სწორი  სამართლებრივი  ფორმის  არჩევასთან  ერთად  მნიშვნელოვანია,  რომ  ის  უფლებამოსილი  ორგანოს  მიერ  ადმინისტრაციული  წარმოების  სათანადო  სახისა  და  აქტის  გამოცემისთვის  კანონით  გათვალისწინებული  ფორმის  დაცვით  იყოს  გამოცემული.  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ  სამართლებრივი  აქტი  პასუხობს  მისთვის  კანონით  დადგენილ  მოთხოვნებს  და  არის  კანონიერი,  როდესაც:

1)  კონკრეტულ  შემთხვევაში  ადმინისტრაციული  ორგანო  უფლებამოსილია,  გამოიყენოს  საქმიანობის  ეს  სამართლებრივი  ფორმა  (ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის,  როგორც  საქმიანობის  სამართლებრივი  ფორმის,  დასაშვებობა).

2)  კონკრეტულ  შემთხვევაში  დაცულია  აქტის  გამოცემისთვის  საჭირო  საგნობრივი  და  ტერიტორიული  კომპეტენცია,  ადმინისტრაციული  წარმოების  სახე  და  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოცემის  ფორმა  (ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  ფორმალურიკანონიერება).  ფორმალური  კანონიერება  ოთხი  ნაწილისგან  შედგება:

ა)  უფლებამოსილება  –  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ  სამართლებრივი  აქტი  უნდა  გამოიცეს  საგნობრივად  და  ტერიტორიულად  უფლებამოსილი  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ.  საგნობრივი  უფლებამოსილება  უკავშირდება  მოწესრიგების  საგანს,  ანუ  არის  თუ  არა  ადმინისტრაციული  ორგანო  უფლებამოსილი,  მოაწესრიგოს  კონკრეტული  სამართლებრივი  ურთიერთობა.  ტერიტორიული  უფლებამოსილება  გულისხმობს  საგნობრივად  უფლებამოსილი  ორგანოს  სამოქმედო  ტერიტორიას.

ბ)  ადმინისტრაციულიწარმოებისსათანადოსახე  –  ადმინისტრაციული  წარმოება  არის  ადმინისტრაციული  ორგანოს  საქმიანობა,  რომელიც  მიმართულია  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  მომზადების,  გამოცემისა  და  აღსრულებისკენ.  ადმინისტრაციული  კოდექსი  ამკვიდრებს  პრინციპს,  რომლის  მიხედვითაც  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით  გამოიცემა  თუ  კანონი  სხვა  რამეს  არ  ითვალისწინებს.  საქმიანობის  ამ  პროცესში  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  სზაკ-ის  მე-6  თავში  თავმოყრილი  მოთხოვნების  დაცვა.

გ)  ინდივიდუალურიადმინისტრაციულსამართლებრივიაქტისფორმა  –  სზაკ  51-ე  მუხლის  თანახმად,  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  შეიძლება  გამოიცეს  წერილობითი  ან  ზეპირი  ფორმით.  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  წერილობითი  ფორმით  გამოცემა  უფრო  გავრცელებული,  ძირითადი  ფორმაა,  რომელიც  სამართლებრივი  ურთიერთობის  გამჭვირვალობის  გარანტია.  მმართველობით  პრაქტიკაში  მისი  უამრავი  სახე  გვხვდება.

დ)  დასაბუთება  –  ყოველი  წერილობითი  ფორმით  გამოცემული  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  უნდა  შეიცავდეს  წერილობით  დასაბუტებას.  მასში  უნდა  იყოს  მოცემული  სამართლებრივი  და  ფაქტობრივი  წანამძღვრები,  რომელთა  საფუძველზეც  გამოიცა  ეს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი.  თუ  ადმინისტრაციული  ორგანო  დისკრეციული  უფლებამოსილების  ფარგლებში  მოქმედებდა,  იგი  ვალდებულია  დასაბუთებაში  იმ  გარემოებებზე  მიუთითოს,  რომლებიც  საფუძვლად  დაუდო  თავის  გადაწყვეტილებას.  დასაბუთების  მოთხოვნა  ემსახურება  ადმინისტრაციული  ორგანოების  თვითკონტროლს,  აადვილებს  ადრესატის  მხრიდან  მისი  კანონიერებისა  და  შესაძლო  გასაჩივრების  შედეგების  შეფასებას,  ხელს  უწყობს  საჩივრის  განმხილველი  ორგანოების  მიერ  მისი  კანონიერებისა  და  მიზანშეწონილობის  გადამოწმების  პროცესს.  სზაკ  53-ე  მუხლის  მე-7  ნაწილის  თანახმად,  წერილობითი  ფორმით  გამოცემული  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  არ  საჭიროებს  დასაბუთებას,  თუ:  ა)  ის  გამოცემულია  დაინტერესებული  მხარის  მოთხოვნის  საფუძველზე  და  არ  ზღუდავს  მესამე  პირების  კანონიერ  უფლებებსა  და  ინტერესებს  ბ)  დაინტერესებული  მხარისთვის  ცნობილია  ის  ფაქტობრივი  და  სამართლებრივი  წინაპირობები,  რომელთა  საფუძველზეც  გამოიცა  აქტი  გ)  კანონი  ითვალისწინებს  მისი  დასაბუთების  გარეშე  გამოცემის  შესაძლებლობას.  აქტში  უნდა  მიეთითოს  ის  ორგანო  და  მისამართი,  სადაც  შეიძლება  ამ  აქტის  გასაჩივრება,  ასევე  უნდა  მიეთითოს  გასაჩვრების  ვადა.  ამ  მოთხოვნების  დარღვევა  არ  იწვევს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  კანონწინააღმდეგობას  ან  ბათილობას,  არამედ  ზემოქმედებას  ახდენს  გასაჩივრების  ვადის  ათვლაზე,  რადგან  სზაკ  მე-12  მუხლის  ანალოგიით,  თუ  მხარეს  არ  განემარტა  გასაჩივრების  ვადა  და  წესი,  მაშინ  იგი  1  წლის  ვადით  განისაზღვრება.

3)  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  შინარსობრივად  შეესაბამება  მისი  გამოცემის  სამართლებრივ  საფუძვლებს  (ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  მატერიალურიკანონიერება).  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  მატერიალური  კანონიერება  დაკავშირებულია  აქტის  შინაარსთან  და  მოითხოვს,  რომ  ადმინისტრაციულ  აქტში  ასახული  კონკრეტული  ურთიერთბების  მოწესრიგება  შეესაბამებოდეს  ქვეყანაში  მოქმედ  საკანონმდებლო  აქტებს.  იგი  შედგება  ხუთი  ნაწილისგან:

მოქმედკანონებსადასამართლისპრინციპებთანშესაბამისობა  –  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი,  როგორც  სამართლის  ნორმის  კონკრეტიზაციისა  და  ინდივიდუალიზაციის  აქტი,  უნდა  შეესაბამებოდეს  სამართლის  ნორმებს,  რომელთა  აღსრულებასაც  იმ  ახდენს.  ის  არ  უნდა  ეწინააღმდეგებოდეს  ქვეყანაში  მოქმედ  სამართლის  ნორმებსა  და  კონსტიტუციის  ძირითად  პრინციპებს.

უფლებამოსილებისსამართლებრივისაფუძვლები  –  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოცემის  უფლებამოსილება,  რამდენადაც  ის  საკანონმდებლო  აქტის  საფუძველზე  და  მის  შესასრულებლად  გამოიცემა,  გამომდინარეობს  თვით  ამ  სამართლებრივი  აქტიდან.  კანონიერების  დადგენისთვის  უშუალო  სამართლებრივი  საფუძვლების  შემოწმებაც  აუცილებელია.

დისკრეციულიუფებამოსილებისგამოყენებისმართლზომიერება  –  თუ  ადმინისტრაციულ  ორგანოს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოსაცემად  გააჩნია  მოქმედებისა  და  გადაწყვეტის  თავისუფალი  სივრცე,  ის  ვალდებულია  გამოიყენოს  იგი  შესაბამისი  მიზნების  მისაღწევად  და  შეარჩიოს  ერთ-ერთი  ის  გადაწყვეტილება,  რომლის  მიღების  უფლებაც  მას  კანონით  აქვს  მინიჭებული..  დისკრეციული  უფლებამოსილების  გამოყენების  მოთხოვნის  უგულებელყოფა  შედეგად  იწვევს  ადმინისტრაციული  აქტის  უკანონობას.

თანაზომიერებისპრინციპი  –  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოცემის  პროცესში  მნიშვნელოვანი  ყურადღება  უნდა  დაეთმოს  მიზნისა  და  მის  მისაღწევად  გამოყენებული  საშუალების  თანაზომიერების  დაცვას

კონკრეტულობისპრინციპი  –  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  შინარსი  უნდა  იყოს  კონკრეტული,  ანუ  ისე  ნათლად  ჩამოყალიბებული,  რომ  მის  ადრესატს  ცალსახად  შეეძლოს  აქტის  გამომცემი  ორგანოს  მოთხოვნის  გაგება.  ეს  მოთხოვნა  თვით  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  ფუნქციიდან  გამომდინარეობს.