კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებების დაცვა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

კეთილსინდისიერი  მოგირავნის  უფლების  დაცვაზე  მოქმედ  სამოქალაქო  კოდექსში  სპეციალური  ნორმა  არ  არსებობს.  2005  წლის  ცვლილებებამდე  სამოქალაქო  კოდექსი  შეიცავდა  257-ე  მუხლს,  რომელიც  იცავდა  კეთილსინდისიერი  მოგირავნის  უფლებებს.  ,,თუ  გირავნობის  საგნის  (გირაოს)  გადაცემა  სხვა  პირისათვის  ხორციელდება  საბუთის  გადაცემით  და  დამგირავებელი  გირავნობის  წარმოშობის  მომენტისათვის  ფლობს  ამ  ნივთს  (უფლებას)  მისი  დაგირავების  უფლებამოსილების  გარეშე,  მოგირავნე  ითვლება  კეთილსინდისიერ  შემძენად,  თუკი  მან  არ  იცის  და  არც  შეეძლო  სცოდნოდა  ამის  შესახებ.  მოგირავნის  ეს  კეთილსინდისიერება  აძლევს  უპირატესობას  მესამე  პირთან  შედარებით.”

საბუთის  გადაცემაში  იგულისხმება  სასაწყობო  მოწმობის  გადაცემა.  როცა  დაგირავება  ხდება  საწყობში  შენახული  ხორბლის,  ამისათვის  საკმარისია  მოწმობის  გადაცემა.  წარმოვიდგინოთ  ასეთი  შემთხვევა:  ,,კონსორციუმ  ,,თავთავის”  ერთ-ერთ  წევრთან  ინახებოდა  სასაწყობო  მოწმობა.  მას  სხვა  წევრების  თანხმობის  გარეშე  არ  ჰქონდა  ხორბლის  გასხვისების  ან  დაგირავების  უფლება.  ამის  მიუხედავად,  მან  ბანკიდან  აიღო  სესხი  და  დააგირავა  სასაწყობო  მოწმობა.  ბანკს  კეთილსინდისიერად  ეგონა,  რომ  სასაწყობო  მოწმობის  მესაკუთრე  იყო  მხოლოდ  კონსორციუმის  აღნიშნული  წევრი.  ასეთ  შემთხვევაში  დანარჩენი  წევრების  პრეტენზიის  მიუხედავად,  ბანკი  დარჩება  მოგირავნედ.  კონსორციუმის  აღნიშნული  წევრის  მიერ  თვითნებური  თვითნებური  მოქმედბის  შემდეგ,  ყველა  წევრმა,  შეთანხმებით  ,აღნიშნული  ფასიანი  ქაღალდი  დააგირავა  და  სხვა  ბანკისაგან  აიღეს  სესხი.
ახლა  დგას  საკითხი:
რომელი  მოგირავნის  უფლება  უნდა  დაკმაყოფილდეს  პირველ  რიგში?  პირველი  მოგირავნისა,  რომელიც  მხოლოდ  კეთილსინდისიერია  თუ  მეორე  მოგირავნისა,  რომელიც  მართლზომიერი  მოგირავნეა  ?
სსკ-ის  257-ე  მუხლის  ბოლო  წინადადებიდან  გამომდინარე  ჯერ  დაკმაყოფილდება  კეთილსინდისიერი  მოგირავნის  უფლება.  ეს  მუხლი  გაუქმებულია.
იბადება  კითხვა:  ახლანდელი  სამართალი  იცავს  თუ  არა  კეთილსინდისიერ  მოგირავნეს?
ეს  უნდა  გავაანალიზოთ  კეთილსინდისიერი  შემძენის  მდგომარეობიდან.  187-ე  მუხლის  მე-2  ნაწილი  კეთილსინდისიერ  შემძენს  მხოლოდ,  მაშინ  იცავს,  როცა  ნივთი  მესაკუთრის  ხელიდან  მისი  ნების  გარეშე  გამოდის.  როცა  ნებით  გამოდის,  ვთქვათ  მესაკუთრემ  ვინმეს  შესანახად  მიაბარა  ნივთი,  ამ  შემთხვევაში  როცა  კეთილშემძენმა  შემნახველისაგან  შეიძინა  ნივთი,  საკუთრებაში  რჩება  მას.  წარმოვიდგინოთ,  რომ  იგივე  შემნახველისაგან  მან  ეს  ნივთი  გირაოს  სახით  მიიღო,  კერძოდ,  რეგისტრირებული  გირავნობით  და  ამ  ფაქტის  წინაშე  იგი  კეთილსინდისიერია.
იბადება  კითხვა:  თუ  კეთილსინდისიერ  შემძენს  შეუძლია  საკუთრებაში  დაიტოვოს  ნივთი  ,ამ  შემთხვევაში,  რატომ  არ  უნდა  ჰქონდეს  მას  გირაოზე  უფლება?
მაშასადამე,  შეიძლება  ვიფიქროთ,  რომ  რადგან    257-ე  მუხლი  გაუქმებულია,  ანალოგიის  წესით  შეგვიძლია  გამოვიყენოთ  187-ე  მუხლი.