ლეგიტიმურობა და ლეგალურობა

კონსპეტი. აღებულია : Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

სამართალი ლეგიტიმურია, რამდენადაც : 1) სამართლის ნორმა არის შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესი; 2) სამართალი ეფუძნება ნორმის ადრესატების განსაზღვრული ნაწილის რწმენას, რომ ნორმა ლეგიტიმურია და , მაშასადამე, სავალდებულოა შესასრულებლად.
სამართალს ახასიათებს ფორმალური და მატერიალური ლეგიტიმურობა. ფორმალური ლეგიტიმურობა ნიშნავს, რომ სამართალი დადგენილია სათანადო პროცედურების დაცვით. მატერიალური ლეგიტიმურობა მოითხოვს, რომ სამართალი უნდა იყოს „სწორი“ სამართალი.
ლეგიტიმურობასა და ლეგალურობას შორის განსხვავება სათავეს იღებს ნაპოლეონის დროიდან. ლეგიტიმურია ქცევა, რომელიც ეფუძნება უზენაეს ნორმას ან უზენაეს ღირებულებას. ლეგიტიმურობა შეიძლება აისახოს ან არ აისახოს კანონსი – კანონიც შეიძლება იყოს არალეგიტიმური.
ლეგალურობა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურ-ორგანიზაციული პრინციპია. ლეგალურია ხელისუფლება, რომლის საქმიანობაც ხორციელდება კანონის საფუძველზე და მისი შესაბამისად.
ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელიც: 1) ეფუძნება მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერას; 2) აღიარებს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის საყოვლეთაოდ აღიარებულ და დემოკრატიულ პროცედურებს; 3) ხორციელდება თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანების და არა კლანური ან კასტური დაჯგუფებების მიერ.
6. სამართლის რეგულაციური ფუნქციები
სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და მხოლოდ საზოგადოებაში მოქმედებს. სამართლის რეგულაციური შესაძლებლობები ზღვარდადებულია სოციალური კანონზომიერებებით. ამავე დროს, საზოგადოებაც დამოკიდებულია სამართალზე.
საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების წარმოდგენები არ ემთხვევა სამართლის ნორმატიულ მოთხოვნებს. სამართალი მოიცავს საზოგადოებრივი წესრიგის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. საზოგადოებრივ ურთიერთობათა დიდი ნაწილი რეგულირდება ავტომატურად, იურიდიული ჩარევების გარეშე. სოციალურ წესრიგს სამართლის გარდა უზრუნველყოფენ სხვა ნორმატიული სისტემებიც.
სამართალი ახორციელებს ორგანიზაციულ ფუნქციას. სამართალი ასრულებს სოციალური მართვის ფუნქციას. სამართალი ასრულებს დაგეგმვისა და სოციალური პროგნოზირების ფუნქციას. ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს საზოგადოებისა და სხვა ინდივიდის ინტერესები.
სამართლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება სამართალდარღვევაზე სათანადო რეაქციის ფორმით. იურიდიული სანქციების მუქარით სამართალი იცავს საზოგადოებას და ასრულებს რეპრესიულ ფუნქციას.
სამართალი უზრუნველყოფს სოციალურ ურთიერთობათა სტაბილურობას. უსაფრთხოებისა და სოციალური თანხმობის უზრუნველყოფა სამართლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა.
სამართალი ასრულებს სოციალური ინტეგრაციის ფუნქციას, რამდენადაც საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობასა და სოციალური სოლიდარობის განცდას.
იძულება სამართლის სპეციფიკური ფუნქციაა. საზოგადოებრივი იძულება ხორციელდება ორგანიზებულად და მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ , განსაზღვრული პროცესუალური წესების დაცვით. მორალური ნორმების იძულებითი მოქმედება უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმით, ძირიტადად, საზოგადოების წევრების მიერ ამორალური ქცევის დაგმობის ფორმით.

_________________________________

გადასვლა >>>> სამართალმცოდნეობა

.