მართლმსაჯულება

მართლმსაჯულება

E. justice

სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი კანონით დაცული სიკეთის დარღვევის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებენ მხოლოდ საერთო სასამართლოები, რომელთა სისტემა და საქმიანობის წესი დადგენილია კანონით. მართლმსაჯულების გარდა, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……