ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი  3.    ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური,  ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოგეხსენებათ  ოჯახში  ძალადობის  პრობლემა  დღესდღეობით  საკმაოდ  აქტუალურია.  სწორედ  ამიტომ,  გადავწყვიტე  დღევანდელი  ჩემი  პოსტი  ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლთათვის  თავშესაფრებზე  ყოფილიყო.

2006  წელს  შეიქმა  სახელმწიფო  ფონდი,  რომელიც  ეხმარება  როგორც  ტრეფიკინგის,  ისე  ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლებს.  მანამდე  არსებობდა  არასამთავრობო  ორგანიზაციები, რომლებიც  საკუთარი  სახსრებით  და  პატარ–პატარა  დაფინანსებებით  ცდილობდნენ  დაზარალებულთა  დახმარებას.  2006–წლიდან  დაიწყო  ამ  არასამთავრობო  ორგანიზაციების  და  სახელმწიფო  ფონდის  თანამშრომლობა.

საქართველოში  ამ  დროისთვის  არსებობს  2  თავშესაფარი  ოჯახური  ძალადოების  შედეგად  დაზარალებულთათვის,  თბილისში  და  ბათუმში.    საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამინისტროს  სისტემაში  არსებული  ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლთა  თავშესაფარი  უნდა  აკმაყოფილებდეს  მსხვერპლის  საყოფაცხოვრებო  პირობებს  და  უნდა  უზრუნველყოფდეს  მის  პირველად  და  გადაუდებელ  სამედიცინო  და  ფსიქოლოგიურ  დახმარებას.

როგორ  ხდება  ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლის  განთავსება  თავშესაფარში:

პირველ  რიგში,  დაზარალებულს  უნდა  მინიჭოს  მსხვერპლის  სტატუსი.  იმისათვის,რომ  დაზარალებულს  მიენიჭოს  მსხვერპლის  სტატუსი  არსებობს  მუდმივმოქმედი  ჯგუფები  და  მათთვის  სტატუსის  მინიჭება  ხდება    ან  სამართალდამცავ  ორგანოებში,  ან  ფონდში.  სტატუსის  მინიჭების  შემდეგ    მსხვერპლმა  უნდა  გამოთქვას  სურვილი,  რომ  მას  სურს  მოთავსება  თავშესაფარში.  თავშესაფარში  ყოფნის  ვადა  განისაზღვრება  კანონით  და  იგი  შეადგენს  3  თვეს.  საჭიროების  შემთხვევაში  ეს  ვადა  გაგრძელდება  თავშესაფრის  წესდებით  (შინაგანაწესით)  დადგენილი  წესით,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როცა    მსხვერპლს  არ  სურს  ზემოაღნიშნულ  პერიოდზე  მეტი  ხნით  იქ  დარჩენა.  თავშესაფარში  მოთავსების  ვადის  ამოწურვის  შემდეგ,  ხშირია  შემთხვევები  როდესაც    მსხვერპლის  მიმართ  არსებობს    საფრთხე,  და  მსხვერპლს  არ  სურს  თავშესაფარში  გაჩერება,    ასეთ  შემთხვევებში,  თავშესაფრის  ადმინისტრაცია  ვალდებულია  აღნიშნულის  თაობაზე  აცნობოს  სამართალდამცავ  ორგანოებს  შემდგომი  რეაგირების  უზრუნველსაყოფად.

თავშესაფრის  ადგილი  კონფიდენციალურია.  იქ  მცხოვრებლებს,არ  აქვთ  უფლება  ნებართვის  გარეშე  დატოვონ  შენობა,ემსახურებათ  მძღოლი,რომელიც  ვალდებულია  მიიყვანოს  ნებისმიერ  ადგილზე.თავშესაფრის  ადგილის  გამხელა  ისჯება  სისხლის  სამართლის  კოდექსით.  თბილისში  და  ბათუმში  არსებული  თავშესაფრები  10–ადგილიანია,  თუმცა  ოჯახური  ძალადობის  დროს,  როდესაც  დედას  ჰყავს  რამდენიმე  შვილი,  ხშირად  ხდება  ხოლმე,  რომ  თავშესაფარში  10–ადამიანზე  მეტი  იწყებს  ცხოვრებას.

არსებობს  აგრეთვე  კრიზისული  ცენტრი,  რომელიც  წარმოადგენს  ოჯახში  ძალადობის  სავარაუდო    მსხვერპლთა  და  მსხვერპლთა  დროებითი  განთავსების  ადგილს  და  ემსახურება  ფსიქოლოგიურ-სოციალურ  რეაბილიტაციას,  პირველად  და  გადაუდებელ  სამედიცინო  მომსახურებასა  და  სამართლებრივ  დახმარებას.

კანონში  (საქართველოს  კანონში  ოჯახში  ძალადობის  აღკვეთის,  ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლთა  დაცვისა  და  დახმარების  შესახებ)  აგრეთვე  გათვალისწინებულია  მოძალადეთა  სარეაბილიტაციო  ცენტრები.

მუხლი  20.  მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები

მოძალადეთა დროებითი განთავსების ან/და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად,  კანონმდებლობით დადგენილი წესით,  საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში,  ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ იქმნება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები.  მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს მოძალადის დროებით განთავსებას,  მის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას.

სამწუხაროდ,  მე  ვერ  შევძელი  მოძალადეთა  სარეაბილიტაციო  ცენტრების  შესახებ  ინფორმაციის  მოძიება  და  არ  ვიცი  დღესდღეობით  ისინი  არსებობენ  თუ  არა.

როგორც  წესი,  ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლებს  რცხვენიათ  იმის  აღიარება,  რომ  ისინი  დაზარალებულები  არიან.  არ  უნდათ,  ან  ეშინიათ,  სიმართლის  გამხელა  და  ამის  გამო  თავშესაფარს  იშვიათად  მიმართავენ.  დაუკავშირდით  ფონდს  ცხელ  ხაზზე:  100–229  და  ისინი  შეეცდებიან  დაგეხმარნონ  თქვენ  :  )