პატიმარ ქალთა უფლებები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

პატიმარ  ქალთა  და  ზოგადად  პატიმართა  უფლებების  შესახებ  საზოგადოების  უმეტესმა  ნაწილმა  თითქმის  არაფერი  იცის,  ამიტომ  დღეს  გადავწყვიტე  დამეწერა  იმაზე,  თუ  რა  უფლებები  გააჩნიათ  მსჯავრდებულ  ქალბატონებს   SHAPE  \* MERGEFORMAT

როგორც  წესი,  საპატიმროებში  ქალებს  განცალკევებით  ათავსებენ.  პატიმრობის  კოდექსის  თანახმად,  მსჯავრდებულებსა  და  ბრალდებულს  შემდეგი  უფლებები  აქვთ:

საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  უზრუნველყოფილი  უნდა  იყოს  საცხოვრებელი  სადგომით,  კვებით,  პირადი  ჰიგიენით,  ტანსაცმლით,  შრომით,  შრომისა  და  პირადი  უსაფრთხებით,  სამედიცინო  მომსახურებით,  ახლო  ნათესავებთან  შეხვედრით,  დამცველთან,  საკონსულოსა  და  სხვა  დიპლომატიურ  წარმომადგენლებთან  შეხვედრით.  სატელეფონო  საუბრებითა  და  მიმოწერით,  ამანათებისა  და  ფულადი  გზავნილების  მიღება-გაგზავნით,  უფასო  იურიდიული  დახმარებით  და  სამართლებრივი  კონსულტაციებით.

პატიმარ  ქალებს  უნდა  შეეძლოთ  ზოგადი  და  პროფესიული  განათლების  მიღება,  სპორტულ,  კულტურულ,  აღმზრდელობით  და  რელიგიურ  ღონისძიებებში  მონაწილეობა,  ინფორმაციის  მიღება  პრესითა  და  სხვა  საინფორმაციო  საშუალებებით.

ასევე  შეუძლიათ-  ეწეოდნენ  ინდივიდუალურ  საქმიანობას,  შეიტანონ  მოთხოვნა,  საჩივარი  რაიმე  პრობლემის  წარმოქმნის  შემთხვევაში,  ყოველდღიურად  არანაკლებ  1  საათისა,  იმყოფებოდეს  სუფთა  ჰაერზე,  განსაკუთრებული  გარემოებების  დროს  დროებით  დატოვოს  დაწესებულება.

მსჯავრდებულები  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  დამატებით  სარგებლობს:

სარეაბილიტაციო  პროგრამების  სარგებლობის  უფლებით,  თავისუფლების  აღკვეთის  დაწესებულების  გარეთ  ხანმოკლე  გასვლის  უფლებით.

ორსულ,  მეძუძურ,  არასრულწლოვან,  ავადმყოფ  და  ხანდაზმულ  პატიმრებს  შედარებით  გაუმჯობესებული  აქვთ  ყველა  ზემოთ  ჩამოთვლილი  პირობა  თუ  უფლება.

მსჯავრდებულს  აქვს  ასევე  პაემნის  უფლება-  წერილობითი  თხოვნის  საფუძველზე,  მას  შეიძლება  მიეცეს  მის  ახლო  ნათესავებთან  ხანმოკლე  პაემნის  უფლება.  მოთხოვნაზე  დირექტორის  უარი  ან  თანხმობა  ბრალდებულს  ეცნობება  წერილობით.

პაემნის  თაობაზე  ადმინისტრაცია  წერილობით  უნდა  იქნეს  ინფორმირებული  5  დღით  ადრე.  თუ  განმცხადებელს  უარი  ეთქვა  პაემანზე,  ის  ინფორმირებული  უნდა  იქნეს  იმავე  დღესვე.

მსჯავრდებულის  საკვები,  პატიმრობის  კოდექსის  23-ე  მუხლის  თანახმად,  უნდა  შეიცავდეს  ადამიანის  სიცოცხლისადა  ჯანმრთელობისთვის  აუცილებელ  კომპონენტებს.  აკრძალულია  დასჯის  მიზნით  საკვების  კალორიულობის  შემცირება.  კვება  უნდა  იყოს  სამჯერადი.    ორსულებს,  მეძუძურებს,  არასრულწლოვნებს,  დაავადებულებს  და  მოხუცებს  მათი  მდგომარეობის  შესაბამისი  კვების  პირობები  უნდა  შეექმნათ.

თუკი  არ  არსებობს  გამოუვალი  ვითარება,  არ  უნდა  მოხდეს  ფეხმძიმე  ქალისთვის  თავისუფლების  აღკვეთა.  ხოლო  თუ  ეს  მაინც  მოხდება,  უნდა  შეიქმნას  სპეციალური  პირობები,  რომელიც  გავრცელდება  მთელი  ფეხმძიმობისა  და  ბავშვის  მოვლის  პერიოდზე.

სასამართლოს  შეუძლია  გადაუვადოს  სასჯელის  მოხდა  ორსულ  ქალს  ან  ქალს,  რომელსაც  ჰყავს  5  წლამდე  შვილი,  მანამ,  სანამ  ბავშვი  5  წლის  არ  გახდება.  იმ  შემთხვევაში,  თუ  მსჯავრდებული  უარს  იტყვის  შვილზე,  ან  თავს  აარიდებს  შვილის  აღზრდას  მას  შემდეგ,  რაც  იგი  გააფრთხილა  პრობაციის  ბიურომ,  სასამართლოს  შეუძლია  გააუქმოს  სასჯელის  მოხდის  გადავადება  და  მსჯავრდებული  სასჯელის  მოსახდელად  გააგზავნოს  განაჩენით  დანიშნულ  ადგილას.