პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ადამიანის  უფლებათა  და  ძირითად  თავისუფლებათა  ევროპული  კონვენცის  მერვე  მუხლი  განსაზღვრავს  პირადი  და  ოჯახური  ცხოვრების  უფლებას  და  შეზღუდვის  კრიტერიუმებს.

მუხლი  8  –  პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

1.
ყველას აქვს უფლება,
რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება,
საცხოვრისი და მიმოწერა.

2.
დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა,
გარდა ისეთი შემთხვევისა,
როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროებისსაზოგადოებრივი უსაფრთხოებისქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვისუწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლადჯანმრთელობისა ან მორალის,
ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ევროკონვენციის  მე–8_მე–11  მუხლები  ძალიან  სპეციფიკურია  თავისი  შინაარსის  მიხედვით.  მუხლშივეა  მოცემული  რა  საფუძვლების  შედეგად  შეიძლება  შეიზღუდოს    მუხლით  დაცული  სიკეთე.

პირადი  ცხოვრების  უფლება  ზღუდავს  სახელმწიფოს  და  ავალდებულებს  მას  მინიმალურად  ჩაერიოს  პირის  განვითარების  პროცესში.  შესაბამისად,  სახელმწიფო  ვალდებულია  თავი  შეიკავოს  ინდივიდის  პირად  ცხოვრებაში  ჩარევისგან,  თუ  ამას  მკაცრად  განსაზღვრული  აუცილებლობა  არ  განაპირობებს.  ინდივიდი  თავისუფალი  უნდა  იყოს  სახელმწიფო  კონტროლისაგან  საზოგადოებრივ  ურთიერთობასა  და  პირად  ცხოვრებაში

იმისათვის,  რომ  ევროსასამართლოში  შეტანილი  სარჩელი  ამ  მუხლის  დაცვის  ქვეშ  მოხვდეს,  უნდა  გაიაროს  სავარაუდო  დარღვევის  შემოწმების  ასეთი  ტესტი:

ხვდება  თუ  არა  მოცემული  ურთიერთობა  მე-8  მუხლით  დაცულ  სფეროში; მოხდა  თუ  არა  ჩარევა  უფლების  განხორციელებაში; გამართლებულია  თუ  არა  ჩარევაა)  კანონიერების,
ბ)  აუცილებლობის,
გ)  პროპორციულობისა  და  ლეგიტიმურობის  მიზნით
დ)  თანაბარი  მოპყრობის  თვალსაზრისით

საქმეში  Pretty  v  UK  (29  April  2002)  ევროსასამართლომ  განსაზღვრა  პირადი  ცხოვრების  უფლება  როგორც  “განსამარტად  ამოუწურავი  ტერმინი”.
სასამართლომგანაცხადარომუფლებამოიცავსპირისფიზიკურიდაფსიქიკური  (სულიერიმთლიანობისელმენტებსპირადიცხოვრებაშეიძლებამოიცავდესისეთასპექტებსაცროგორიცსაკუთარითავისაღქმაა,
მაგ.:    სქესისადმიკუთვნილებასახელი,
სექსუალურიორიენტაცია  (B.  v.  France,  judgment  of  25  March  1992,  pp.  53-54,  §  63;  Burghartz  v.  Switzerland,  22  February  1994,  p.  28,  §  24;  Dudgeon  v.  the  United  Kingdom,  22  October  1981,  pp.  18-19,  §  41;  and  Laskey,  Jaggard  and  Brown.  131,  §  36).  მუხლიასევეფარავსპიროვნებისგანვითარებისადასხვაპირებსათუგარესამყაროსთანურთიერთობისდამყარებისუფლებას  Burghartz,  p.  37,  §  47,  and  Friedl  v.  Austria,  31  January  1995,  p.  20,  §  45).

ზემოთ  მოყვანილ  საქმეთაგან  გამოვყოფდით  Dudgeon  v.  the  United  KingdoM  ქეისს,  რომელიც  ერთ–ერთი  უმნიშვნელოვანესი  იყო  ამ  უფლებასთან  დაკავშირებულ  საქმეთაგან.  ეს  გახლდათ  პირველი  წარმატებული  ჰომოსექსუალური  სარჩელი  გახლდათ.  საქმეზე  გამოტანილი  გადაწყვეტილების  შედეგად  1982  წლიდან  გეი  კავშირის  სრული  დეკრიმინალიზაცია  მოხდა  ინგლისში,  უელსსა  და  ირლანდიაში  –    1980  წლამდე  ჰომოსექსუალური  კავშირი  დასჯადი  იყო  ჩრდილოეთ  ირლანდიაში.  სასამართლომ  აღნიშნა,  რომ  პირის  სქესობრივი  ცხოვრება  პირადი  ცხოვრების  განუყოფელი  ნაწილია  და  რომ  დაუშვებელია  პიროვნებისთვის  სისხლის  სამართლის  პასუხისმგებლობის  დაკისრება  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  იგი  ჰომოსექსუალია.  ამასთან,  სასამართლო  არ  თვლის,  რომ  ნებისმიერი  სახის  კავშირი  ექცევა  მე–8  მუხლით  დაცულ  ურთიერთობებში.  მაგ.:  სადო–მაზოხისტური  ურთიერთობები  Laskey,  Jaggard  and  Brown  v.  the  United  Kingdom  (19  February  1997).

მოვიყვანთ  ჩარევის  მაგალითებს/კონკრეტულ  საქმეებს  ევროსასამართლოს  პრაქტიკიდან  პირადი  ცხოვრების  არსის  განმარტების  შესაბამისად.  როგორც  უკვე  აღვნიშნეთ,  პირადი  ცხოვრების  უფლება  მოიცავს  შემდეგ  ასპექტებს:

პიროვნებისფიზიკურდასულიერმთლიანობას  –  იძულებითი  გინეკოლოგიური  გამოკვლევა  არღვევს  პირის  პირადი  ცხოვრების  უფლებას  .  (F  v  Turkey  (22  July  2003)  –  ქურთი  ცოლ–ქმრის  ქეისი,  რომლებსაც  საპატიმროში  მოხვედრისას  იძულებითი  გინეკოლოგიური  გამოკვლევა  ჩაუტარეს. თვითიდენტობა–  მოიცავს  სახელს  (Guillot  v  France  (24  October  1996);  უმცირესობის  წევრად  თავის  მოაზრების  უფლებას  (Buckley  v  UK  (25  September  1996);  სქესის  შეცვლისა  და  მისი  აღიარების  უფლებას  (B  v  France  (25  March  1992);  Christine  Goodwin  v  UK  (11  July  2002),  paras  84-85,  90,  93;  –  ამ  კონკრეტულ  ქეისში  განიხილებოდა  პიროვნების  საქმე,  რომელმაც  შეიცვალა  სქესი,  მამაკაცი  ქალად  “გადაკეთდა”  და  სახელმწიფო  სამართლებრივად  არ  აღიარებდა,  კერძოდ,  პრობლემები  შეექმნა  დოკუმენტაციის  აღებისას. სქესობრივიორიენტაციათვითაღქმადაურთიერთობები  –  საქმეში  A.D.T  v.  the  United  Kingdom  (31  July  2000),  para.38  სასამართლომ  დაადგინა,  რომ  ფარული  ჰომოსექსუალური  ურთიერთობების  სისხლის  სამართლის  დასჯად  ქმედებად  მიჩნევის  საფუძველი  არ  არსებობდა. პირადიცხოვრებადაპუბლიკაციები  –  კერძო  პირები  (მათ  შორის  ცნობილი  ადამიანები)  სარგებლობენ  პირად  ცხოვრებაში  ჩაურევლობის  უფლებით  (Earl  Spencer  and  Countess  Spencer  v  UK  (Decision  16  January  1998);  Caroline  von  Hannover  Princess  of  Monaco  v  Germany  (24  September  2004)). პირადიმონაცემებ  –  ასაკისა  და  საპასპორტო  მონაცემების  გამჟღავნება  არ  ჩაითვლება  პირადი  ცხოვრების  უფლების  დარღვევად. სახლიდაგარემო  –  ძალოვანი  სტრუქტურების  მიერ  სახლის  დანგრევა  ჩაითვალა  პირად  ცხოვრებაში  ჩარევად  Bilgin  v  Turkey  (16  November  2000).  საქმეში  Gillow  v  UK  (24  November  1986)  მომჩივანს  არ  მიეცა  უფლება  ეცხოვრა  საკუთარ  სახლში,  რამაც  დარღვევა  გამოიწვია.  მე–8  მუხლი  ასევე  მოიცავს  ჯანმრთელ  გარემოში  ცხოვრების  უფლებას.  Guerra  v  Italy  (19  February  1998);  Lopez-Ostra  v  Spain  (9  December  1994);  and  Hatton  v  UK  (8  July  2003)). პატიმრებიდამიმოწერისუფლება  –  პატიმრებს  უნარჩუნდებათ  კონვენციით  აღიარებული  უფლებები,  მათ  შორის  წარმომადგენელთან  ურთიერთობის  უფლება  Golder  v  UK  (21  February  1975)  to  Ocalan  v  Turkey  (12  May  2005). მოსმენა–  სასამართლო  მიიჩნევს,  რომ  კომუნიკაციის  საშუალებებზე  მეთვალყურეობა  შესაძლოა  გამართლებული  იყოს  დემოკრატიულ  საზოგადოებაში,  თუმცა  იგი  მკაცრად  უნდა  განსაზღვრული  და  რეგულირებული  ეროვნული  კანონმდებლობით,  რისი  არარსებობაც  ჩაითვლება  კანონით  განსაზღვრულობის  კრიტერიუმის  წინააღმდეგობრივად  Copland  v.  The  United  Kingdom  (3  April  2007),  paras  39-49.  ნებისმიერი  ფორმის  მოსმენა,  მიყურადება  და  საგამოძიებო  მონიტორინგი  ექცევა  მე–8  მუხლით  დაცული  ურთიერთობის  ქვეშ.  შესაბამისად,  აუცილებელია,  რომ  ისინი  აკმაყოფილებდნენ  მე–8  მუხლის  მე–2  ნაწილის  მოთხოვნებს  (Malone  v  UK  (2  August  1984);  Halford  v  UK  (27  May  1997)).  უშიშროების  სამსახურის  არსებობა  შესაძლოა  საჭირო  იყოს  დემოკრატიული  საზოგადოებისთვის,  თუმცა  მხოლოდ  ამ  უკანასკნელის  ინსტიტუტების  უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად.  საფრთხის  სერიოზულობა  უნდა  იყოს  გამოყენებული  საშუალებების  დამაბალანსებელი  კრიტერიუმი. კონტროლისღონისძიებები  –პირის  კონტროლის  თითქმის  ყველა  გამოვლინება  მოექცევა  მე–8  მუხლის  ქვეშ,  მათ  შორის  ნიმუშების  შეგროვება  Murray  v  UK  (28  October  1994);  Friedl  v  Austria  (31  January  1995).  დანაშაულის  პროვოცირებაც  ასევე  შეიძლება  ჩაითვალოს  მე–8  მუხლის  ქვეშ  არსებულ  ურთიერთობადTexiera  de  Castro  v  Portugal  (9  June  1998)
პირადი  მონაცემების  შენახვა  არ  შეიძლება  ნიმუშების  მოპოვების  მართლზომიერებით  გამართლდეს  X  v  Germany  .  მტკიცებულებები,  რომელიც  მოპოვებულია  პირადი  ცხოვრების  უფლების  დარღვევით,  არ  უნდა  შეადგენდეს  ბრალდების  არგუმენტაციის  ნაწილს,  ვინაიდან  ამან  შესაძლოა  სამართლიანი  სასამართლოს  უფლების  დარღვევა  გამოიწვიოს  Allan  v  UK  (5  February  2003),  but  also  see  Schenk  v  Switzerland  (12  July  1988)  and  Khan  v  UK  (4  October  2000). სამედიცინომომსახურება  –  სამედიცინო  მომსახურების  აღმოუჩენლობამ,  ან  თანხმობის  გარეშე  სამედიცინო  დახმარებამ  შესაძლოა  გამოიწვიოს  მე–8  მუხლის  დარღვევა.  სამედიცინო  კონფიდენციურობის  დარღვევა  ასევე  მკაცრად  კონტროლდება  სასამართლოს  მიერ  Z  v  Finland  (25  February  1997).

როგორ  ფიქრობთ,  რომელიმე  ქართული  კანონი  ხომ  არ  ეწინააღმდეგება  ევროკონვენციის  მერვე  მუხლით  დაცულ  სიკეთეებს?   SHAPE  \* MERGEFORMAT   მოგვწერეთ  თქვენი  აზრი  და  შემდეგ  პოსტებში  ამასაც  განვიხილავთ.