პიცა “მარგერიტა”

მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტით უგემრიელესი პიცის მომზადება შეგიძლიათ

პიცა “მარგრიტა”-ს მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • პომიდორი / ტომატ–პასტა – 900 გრამი
  • ყველი – 350-400 გრამი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • რეჰანი

პიცის მომზადების საფეხურები:

  • პომიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  • გავაბრტყელოთ ცომი და გადავიტანოთ ზეითუნის ზეთიან გამოსაცხობ ტაფაზე.
  • ცომზე დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი, კიდეებამდე დავტოვოთ 2 სმ. მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი და დავადოთ რეჰანის ფოთლები.
  • 15-20 წუთის განმავლობაში  ტაფა მოვათავსოთ გახურებულ ღუმელში (240-260 გრადუსზე).
  • ტაფა გამოვდგათ და მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ შევდგათ ღუმელში, მანამდე, სანამ ყველი არ დადნება.

თქვენი პიცა მზადაა!