რაციონალიზაცია

რაციონალიზაცია

პროცესი, რომლის მეშვეობითაც თანამედროვე საზოგადოებებში სოციალური პრობლემების გააზრება და გადაჭრა ხდება ლოგიკისა და რაციონალობის საფუძველზე. რ., ვებერის თანახმად, ძირითადი ცნებაა თანამედროვე კაპიტალიზმის ანალიზისათვის. მისი გამოხატულებაა მიზან-რაციონალური მოქმედებების განვითარება, რომლებიც ძირითადი მახასიათებელია მოდერნისტული, ტრადიციული საზოგადოების საპირისპიროდ. რ-ის პროცესი საფუძვლად უდევს დასავლური საზოგადოებების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ფუნქციონირებას. მისი გავლენა აშკარაა ისეთ სექტორებზეც, როგორიცაა მეცნიერება, განათლება, მუსიკა და რელიგიური ორგანიზაციები. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში რ-ის პროცესის გამოხატულებაა წარმოების ორგანიზება ბიუროკრატიის საფუძველზე და მოგების კალკულაცია სისტემატური საბუღალტრო პროცედურების მეშვეობით; სამართლის სფეროში – უნივერსალური კანონების ჩამოყალიბება და დედუქციური აზროვნების პრაქტიკაზე გადასვლა, თვითნებური, პრეცენდენტული სამართლის საპირისპიროდ, რომელიც დამახასიათებელი იყო ტრადიციული საზოგადოებებისათვის; პოლიტიკის სფეროში – ქარიზმატული და ტრადიციული ბატონობის შეცვლა ლეგალურით; რელიგიის სფეროში – მაგიისა და რელიგიური საიდუმლოებების ჩანაცვლება პირადი პასუხისმგებლობითა და ა.შ. ზოგი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ რ-ის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და რომ თანამედროვე საზოგადოებებს ასევე ახასიათებს ირაციონალობა და აფექტურობა.

See also: რაციონალობა, რაციონალობის ტიპები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. rationalization

G. rationalisation

L. Rationalis გონიერი

რაიმე საქმიანობის, სამუშაოს ორგანიზაციის ან მეთოდების გაუმჯობესება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……