რეგისტრატორი ფასიანი ქაღალდის

რეგისტრატორი ფასიანი ქაღალდის

E. secuirity recorder, registrar of securities

ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეესტრს, ამუშავებს და შეაქვს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ ჩანაწერები რეესტრში, აგრეთვე ასრულებს სხვა იმ ფუნქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით. მას ეკრძალება სხვა სახის ყოველგვარი საქმიანობა ცენტრალური დეპოზიტარის გარდა. საქართველოში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი რეგისტრატორი („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……