რეესტრი საჯარო

რეესტრი საჯარო

E. public register

1. უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების ნუსხა, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამსახურის მიერ პირის უფლებებთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი პირის განაცხადის საფუძველზე. შეიძლება აგრეთვე რეგისტრირებული იყოს მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებები;

2. რეესტრი, რომელშიც შეიტანება საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია, რომელშიც აისახება საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოხელის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია (საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 35).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……