რელიგია

რელიგია

1. რწმენისა და პრაქტიკის უნიფიცირებული სისტემა საკრალურ (წმინდა) საგნებთან მიმართებაში. მოწიწებით დაცულ და განცალკევებულ საგანთა ერთობლიობა, რომელიც მის მომხრეებს აერთიანებს მორალურ თემში ან კიდევ ეკლესიაში (დიურკემი). სოციალური ფუნქციის თვალსაზრისით, არ არსებობს მკვეთრი განსხვავება რ-სა (რომელიც აღიარებს სულისა და ზებუნებრივი ძალების არსებობას) და სხვა სოციალურად გამაერთიანებელ იდეას, მაგ., ნაციონალიზმს შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება განიხილებოდეს როგორც რ-ის ფუნქციონალური ალტერნატივა ან კიდევ მისი ფუნქციონალური ეკვივალენტი. ამას გარდა, ზოგი რ. და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რომელიც ტრადიციულად რ-დ ითვლება (მაგ., კონფუციანელობა და ბუდიზმი), რ-ის სტანდარტულ განსაზღვრებაში (სულებისა და ღმერთების თაყვანისცემა) ძნელი მოსაქცევია;

2. გელენის თანახმად, რ-დ შეიძლება იწოდებოდეს დოქტრინა, რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა იმ ძირითად და ეგზისტენციალურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა ემპირიულად შეუძლებელია; 3. ტაილორის (Tylor E.B.) თანახმად, სულების არსებობის რწმენა და მასთან დაკავშირებული წესები და პრაქტიკა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. religion, cultus

Pol. Religia

L. religio სინდისიერი; სიწმინდე, ღვთისნიერება, მოწიწება, წმინდანობა, კეთილსინდისიერება, რწმენა

1. რწმენაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს თაყვანისცემის ობიექტს და განსაზღვრავს საზოგადოების ზნეობრივ-კულტურულ პრინციპებს;

2. ასეთი სახის საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……