რეფერენდუმი

რეფერენდუმი

E. Referendum

საყოველთაო-სახალხო კენჭისყრა (გამოკითხვა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი თვალსაზრისით რომელიმე დიდმნიშვნელოვან საკითხზე, მაგ.: საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანება ამ გამოსვლა, კონსტიტუციის მიღება, ტერიტორიული საკითხი (პლებისციტი), დამოუკიდებლობის მოპოვება თუ გამოცხადება და ა. შ. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., შვეიცარიაში) სახელმწიფო კანონთა მნიშვნელოვანი ნაწილი რ-ის საშუალებით მიიღება. საქართველოში 31.III.1991 ჩატარებულმა რ-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებს რ-ის ჩატარებას, რომელიც უშუალოდ დემოკრატიის ერთ-ერთ ფორმას მიეკუთვნება (მე-5.3 მუხ.). საქართველოს კანონი რეფერენდუმის შესახებ (15.05.96) დეტალურად არეგულირებს რ-ის დანიშვნას და ჩატარების პროცედურას. 74-ე მუხ. ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს“.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

სახელმწიფო ცხოვრებისათვის გადამწყევტი მნიშვნელობის საკითხზე მოწყობილი საერთო სახალხო კენჭისყრა. არსებობს რ-ის სხვადასხვა ფორმა. საკანონმდებლო რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანი ხდება კანონის პროექტი. კონსტიტუციური რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანია მთელი კონსტიტუცია ან ცვლილება მასში. დაბოლოს, შეიძლება არსებობდეს ე.წ. კონსულტატიური რ., რომელიც პრინციპში, საზოგადოებრივი აზრის გაგებას გულისხმობს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. რ-ებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახე და ფორმა აქვს, რაც განისაზღვრება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციით, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით. ყველა შემთხვევაში რ-ის გამართვა ასუსტებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების როლს, არსებითი ზეგავლენა იქონიონ პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე, თუმცა, თავად რ. მეორე შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრეზიდენტის ან საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის ინიციატივით. რ-ის მოწყობას აქვს როგორც დადებითი (პოლიტიკოსები უფრო გულისხმიერნი ხდებიან ამომრჩეველთა განწყობის მიმართ), ასევე უარყოფითი მხარეები (ხშირი რ-ით მოსახლეობის „გადაღლიდან“ დაწყებული, დასრულებული იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ერკვევა პრობლემებში და შეიძლება მხარი დაუჭიროს პოლარულად საპირისპირო თვალსაზრისებს).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. referendum

L. referendum რაც უნდა აუწყონ; referre

კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად (საქართველოს კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, მუხლი 1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რეფერენდუმი – Referenda/Referndum  – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……