რეფორმა

რეფორმა

საზოგადოების რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის, პოლიტიკურ სუბიექტთა ურთიერთობების ისეთი გარდაქმნა, რომელიც ხორციელდება მოცემული სისტემის ფარგლებში. პოლიტიკური რ. შეიძლება ინიცირებული იყოს გარკვეული ჯგუფების ან პოლიტიკური პარტიების, გნებავთ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ფენების მოთხოვნებით, მაგრამ რ. ყველა შემთხვევაში წარიმართება სახელმწიფო ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. სხვადასხვა პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა სოციალური და პოლიტიკური ხასიათის ლიბერალურ–დემოკრატიული რ–ები. სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების აქტუალობა რ-ის წარმატებული განხორციელების გარანტია არ არის. როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითი გვიჩვენებს, არსებობს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც რეფორმირებას არ ექვემდებარება. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ბუნებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც ვერც იდეოლოგიურ, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რ-ებს ვერ ეგუებოდა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. reform

Fr. Reforme

L. reformare შეცვლა, გარდაქმნა

რისამე გარდაქმნა, შეცვლა, გადაკეთება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.;

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……