რიტუალი

რიტუალი

ცერემონიული ხასიათის მოქმედებათა სტანდარტული და მყარი თანამიმდევრობა. შეიძლება გაგებულ იქნეს სამი აზრით:

1. ინდივიდთაშორის ყოველდღიური ურთიერთქმედების პრინციპი, ქცევის ადაპტაციური ფორმა, პიროვნების, ჯგუფის ან დიდი სოციალურ-კულტურული სისტემის ღირებულებითი მახასიათებელი.

2. მერტონის თვალსაზრისით, რიტუალიზმი კულტურულ მიზნებსა და მათ მისაღწევ ინსტიტუციურ ნორმებთან ინდივიდის ადაპტაციის ერთ-ერთი ტიპია. რ. ადაპტაციის ისეთი ფორმაა, როცა ინდივიდისთვის კულტურული მიზნები მიუღებელი ხდება, მაგრამ მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებისა და ნორმების შესრულებას მაინც აგრძელებს. მერტონი რ-ს ასე ხსნის: წარმატების მისაღწევად დაწესებული რუტინული პროცედურების მიმდევარი ინდივიდი თავს დაცულად გრძნობს; მარცხში კიდევაც რომ იყოს დარწმუნებული, ინსტიტუციურ მოდელთან თვით ეს შესაბამისობა იცავს მას იმ შფოთისა და ნერვული ჩავარდნებისაგან, რომლებიც შეიძლება პროვოცირებულ იქნეს მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ცდათა წარუმატებლობით.

3. ტრადიციული ნორმები და წესები, რომელთა სისტემატური შესრულება აღარ შეესაბამება რეალური ცხოვრების მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. ritual, ceremonial

L. ritualis ჩვეულებითი; ritus წეს-ჩვეულება

რელიგიური ან სხვა რაიმე აქტის განხორციელებისას მოქმედებების თანმიმდევრობის ჩვეულებით დადგენილი წესი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……