როაიალიზმი

როაიალიზმი

სამეფო, მონარქიული ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური მოძრაობა. ტერმინი პირველად გამოიყენეს საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რესპუბლიკელები და სამეფო ხელისუფლების შენარჩუნების მომხრეები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არაერთი მონარქია არსებობს, რომელსაც მხარდამჭერების ფართო წრე ჰყავს, რ. მისი პირველადი მნიშვნელობით დღეს თითქმის აღარსად გვხვდება. ტერმინი არ ემთხვევა მონარქიზმს, რადგან მონარქია შეიძლება განხორციელდეს როგორც სამეფო, ასევე საიმპერატორო ხელისუფლების ფორმით. საფრანგეთის როიალისტები მომხრენი იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, მემკვიდრეობითი სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისა და არა იმისა, რომ საფრანგეთს ერთი სუზერენი ჰყოლოდა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……