რობოტი

რობოტი

E. robot

Cz. robot; robota მონური შრომა; rob მონა

ანთროპომორფული (ადამიანის მსგავსი) მოქმედების ავტომატური მანქანა, მოწყობილობა, რომელიც რთულ ოპერაციებს ასრულებს და რიგ შემთხვევებში ნაწილობრივ ან სრულად ცვლის ცოცხალ სამუშაო ძალას (ტერმინი რ. პირველად გამოიყენა ცნობილმა ჩეხმა მწერალმა კ.ჩაპეკმა პიესაში “R.U.R” 1920 წელს).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რობოტი – (ინტ.) robot  ანტროპომორფული სისტემა, რომელსაც ცვლადი გარემოს პირობებში მიზანმიმართული მოქმედების უნარი გააჩნია. ხელოვნური ინტელექტისა და ზუსტი მექანიკის სიმბიოზი. ინფორმაციას გარემომცველი ობიექტების, მათი თვისებებისა და ურთიერთქმედების შესახებ რობოტი იღებს მრავალფეროვანი გადამწოდებისაგან, ხელოვნური სმენის, ყნოსვისა და მხედველობის გადამწოდების ჩათვლით. ამ მონაცემების საფუძველზე მძლავრიკომპიუტერული „ინტელექტი“ ქმნის გარემოცვის მოდელს და გამოიმუშავებს მოქმედებათა  თანმიმდევრობის პროგრამას. მათი რეალიზაცია აღმსრულებელი მოტორული ორგანოების – მანიპულატორების საშუალებით ხდება, რომლებსაც შეუძლიათ რთული, ზუსტი და სწრაფი მოძრაობების შესრულება. სპეციალიზებული საწარმოო რობოტები და რობოტიზებული სისტემები თანამედროვე „მაღალი“ ტექნოლოგიების საფუძველს წარმოადგენენ. რობოტები ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……