როგორ დავწეროთ სარჩელი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

სარჩელი  უფლებების  დაცვის  პროცესუალური  საშუალებაა  და  ყველა  ადამიანს  აძლევს  საშუალებას,  დაიცვას  თავისი  უფლებები  და  საჭიროებისამებრ  მიმართოს  სასამართლოს,  მაგრამ  ბევრმა  ადამიანმა  არ  იცის,  თუ  როგორ  დაწეროს  სარჩელი,  რა  ფორმებია  ამისთვის  გათვალისწინებული  და  ვეცდები  ინფორმაცია  მოგაწოდოთ  ამ  ყველაფრის  შესახებ.

სარჩელი  უნდა  იყოს  წერილობითი  ფორმით  მოცემული  და  მასში  აღნიშნული  უნდა  იყოს  სასამართლოს  (არბიტრაჟის)  დასახელება,  რომელშიაც  შეაქვთ  განცხადება,  მოსარჩლისა  და  მოპასუხის  ვინაობა,  მათი  საცხოვრებელი  ადგილი  (თუ  მოსარჩლე  იურიდიული  პირია  –  მისი  სამყოფელი  ადგილი),  გარემოებანი,  რომელთაც  ემყარება  მოსარჩლის  მოთხოვნა,  მტკიცებულებები,  რომლებიც  ადასტურებენ  ამ  გარემოებებს,  მოსარჩლის  მოთხოვნა,  სარჩელის  ფასი  და  იმ  საბუთების  ნუსხა,  რომლებიც  ერთვის  სარჩელს.

2009  წელს  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესმა  საბჭომ  დაამტკიცა  სარჩელის,    სააპელაციო  და  საკასაციო  საჩივრების,  შესაგებლის  განახლებული  ფორმები  სამოქალაქო  და  ადმინისტრაციულ  საქმეებზე.  სასამართლოსთვის  მიმართვა  მოქალაქეს  შეუძლია  მხოლოდ  მოცემული  ფორმებით.

მოქალქეებს  უფლება  არ  აქვთ  შეცვალონ  რეკვიზიტების  ფორმა  თავიანთი  სურვილისამებრ,  წინააღმდეგ  შემთხვევაში  სასამართლოზე  სარჩელის  ფორმა  არ  დაიშვება.

მოქალაქეებს,  რომლებსაც  არ  აქვთ  შესაძლებლობა,  ისარგებლონ  კომპიუტერული  მომსახურებით,  შეუძლიათ  სარჩელის  ფორმა  შეავსონ  კალმით,  რომელიც  სრულიად  იდენტურია  ელქტრონული  ვერსიის  .