როლი

როლი

მოსალოდნელი ქცევა, რომელსაც ინდივიდი ასრულებს კერძო სიტუაციაში და რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ სტატუსთან. მაგ., ექიმის სტატუსთან ასოცირდება სხვადასხვა შესაძლო ქცევა, როგორც ექიმის მიერ შესრულებული რ-ები. რ. სოციალურად კონსტრუირებული ქცევაა. ინდივიდის ცხოვრება საზოგადოებაში არის რ-ების ათვისების (სწავლის) პროცესი. ანალოგია შეიძლება გატარდეს თეატრის რ-ებთან, მაგრამ, თეატრისაგან განსხვავებით, სოციალური რ-ები არ არის გამოგონილი (წარმოსახვითი). პარსონსი ახდენს რ-ების კლასიფიკაციას ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე. რ-ები ერთმანეთისაგან განსხვავდება: 1. ემოციურობის ხარისხის მიხედვით (ზოგი რ. ემოციურ თავშეკავებას გულისხმობს, ზოგი – დაუშვებს გრძნობების გამომჟღავნებას); 2. მიღების წესის მიხედვით (ზოგი რ. ინდივიდს მიეწრება, ზოგი – მოიპოვება პიროვნული ძალისხმევის შედეგად); 3. მასშტაბის მიხედვით (ზოგი რ. შემოსაზღვრულია ერთი ტიპის ურთიერთობებით, ზოგი – ფართო და მრავალასპექტიანია); 4. ფორმალიზაციის მიხედვით (ზოგი რ. დადგენილ წესებს შეესაბამება, ზოგი – არაფორმალურ ურთიერთობებს ეფუძნება); 5. მოტივაციის მიხედვით (ზოგი რ-ის შესრულებას საფუძვლად პირადი სარგებლობის მიღება უდევს, ხოლო ზოგისას – საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა). რ-ები საშუალებას იძლევა, ინდივიდებმა იწინასწარმეტყველონ, თუ როგორ მოიქცევიან სხვები კერძო სიტუაციებში და ჰქონდეთ შესაბამისი რეაქციები. ამრიგად, რ-ების არსებობა საზოგადოებაში უზრუნველყოფს სოციალური წესრიგის განსაზღვრულ ხარისხს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……