როლური თამაში (სიმულაციური სიტუაცია)

როლური თამაში (სიმულაციური სიტუაცია)

როლური თამაში არის სასწავლო დანიშნულების თამაში, რომელიც მიმართულია რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარებაზე, გარკვეული შინაარსის მონაწილეების თვალთახედვიდან განხილვაზე, სტერეოტიპული აზროვნების დაძლევაზე და სხვ. როლური თამაშის პროცესი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის მიერ ამა თუ იმ სიტუაციის მოდელირებას. მონაწილეები მოქმედებისას ითვალისწინებენ იმ სფეროს შინაგან ლოგიკას, რომელსაც მიეკუთვნება გასათამაშებელი სიტუაცია. მოთამაშეების მოქმედება ბოლომდე არაა წინასწარ განსაზღვრული სცენარით. სცენარში მოცემულია მხოლოდ ის პირობები, რომელიც აუცილებელია თამაშის ბიძგის მისაცემად.

თითოეული ჯგუფის წევრი იღებს რომელიმე როლს და მოქმედებს ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს სხვისი აზრების და ქმედების უკეთ გაგებაში. მაგალითად, მოსწავლეები ცდილობენ გააანალიზონ ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურების შედეგები და წინაპირობები. ზოგიერთი მოსწავლე მსჯელობს ადგილობრივი მაცხოვრებლის, ზოგი ქარხნის დირექტორის, ზოგი ქარხნის მუშის თვალთახედვიდან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ უკეთ დაინახონ პრობლემა სხვისი და მრავალმხრივი პერსპექტივიდან.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……