როულზი სამართლიანობის შესახებ

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

როულზმა ჩამოაყალიბა სამართლიანობის თანამედროვე თეორია. მან სოციალური ხელშეკრულების საფუძველზე განავითარა შეხედულებები. როულზი თავის თეორიას უწოდებს კატეგორიული იმპერატივის „პროცედურულ’’ ინტერპრეტაციას.
როულზი აყალიბებს იმას, რომ ინდივიდმა უნდა განსაზღვროს მომავალი საზოგადოებრივი წესრიგი. მისი აზრით, ჰიპოთეტური საზოგადოების წევრები თანხმდებიან 2 პრინციპზე: 1) თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება ძირითადი თავისუფლებების ფართო სისტემებიდან; 2) სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა. იგი უნდა ემსახურებოდეს თითოეულის კეთილდღეობას და ეს უთანასწორობა დაკავშირებული უნდა იყოს ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომ სოციალურ სტატუსთან.
როულზი ამართლებს ადამიანებს შორის რეალურად არსებულ განსხვავებას. პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობა დასაშვებია იმდენად, რამდენადაც ეს უთანასწორობა არავის ზიანს არ მიაყენებს.
როულზის კონცეფცია არის ინდივიდუალისტური (“სოციალურ-ლიბერალური“). სამართლიანობა გულისხმობს შანსების თანასწორობას. როულზის თეორია ბუნებითი სამართლის რეცეფციაა, მნიშვნელობა ენიჭება პროპორციული სამართლიანობის იდეას.

_________________________________

გადასვლა >>>> სამართალმცოდნეობა

.