საარსებო მინიმუმი

საარსებო მინიმუმი

E. living wage, cost of living, living-wage, minimum of subsistence

1. ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისთვის. იგი გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს. მისი გაანგარიშების მეთოდიკა ეფუძნება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნას, რომელიც საშუალო სიდიდის ოჯახის ან ერთი მომუშავის შემოსავლებისა და გასავლების ბალანსს წარმოადგენს;

2. ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“);

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსების მიზნისათვის საარსებო მინიმუმი განისაზღვრება ასი ლარით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, მუხლი 21).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. საარსებო მინიმუმი – საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.   Source: საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……