საბაჟო რეჟიმი „დროებითი შემოტანა და/ან გატანა“

საბაჟო რეჟიმი „დროებითი შემოტანა და/ან გატანა“

E. custom regime: „temporal importation and/or exportation“

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ან მის ფარგლებს გარეთ გატანა განსაზღვრული ვადით, უკან დაბრუნების ვალდებულებით, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. დროებით შემოტანილი და/ან გატანილი საქონელი ექვემდებარება დაბრუნებას უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია საქონლის ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით. საქონლის დროებითი შემოტანა და\ან გატანა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ წარმოდგენილი იქნება შემოტანის და\ან გატანის ვალდებულება. იმ საქონლის ნუსხას, რომლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა აკრძალულია, ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის რეჟიმში მოქცევას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით. საბაჟო ორგანოებს არ აქვთ უფლება გასცენ საქონლის დროებითი შემოტანისა და\ან გატანის ნებართვა, თუ შეუძლებელია მათი საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა. საქონლის დროებითი შემოტანისა და\ან გატანის ვადას ადგენს საქართველოს საბაჟო ორგანო ასეთი შემოტანისა და\ან გატანის მიზნებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. აღნიშნული ვადის გაგრძელების უფლება საჭიროების შემთხვევაში აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი წესით. (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 41, 42, 44).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……